ინფორმატიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ინფორმატიკა''' – სამეცნიერო დარგების ერთობლიობა, რომელიც ს...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:39, 9 ივლისი 2024 მდგომარეობით

ინფორმატიკა – სამეცნიერო დარგების ერთობლიობა, რომელიც სწავლობს ინფორმაციის ცნების სხვადასხვა ასპექტს, მის მიღებას, შენახვას, გადაცემას, კლასიფიკაციას, გადამუშავებას და ა. შ.

გადატანითი აზრით ინფორმატიკა არის ეგმ-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ადამიანთა მოღვაწეობის არე. ტერმინი „ინფორმატიკა“ თითქმის ერთდროულად შემოვიდა ხმარებაში ევროპის მრავალ ქვეყანაში XX ს-ის 60-იან წლებში (ფრანგ. informatique, გერმ. Informatik). ინგლისურენოვან ქვეყნებში ამ მეცნიერებამ მიიღო სახელწოდება „computer science“ – „გამოთვლითი მეცნიერება“.

გამოყენებითი ინფორმატიკა ემსახურება მეცნიერების, ტექნიკის, წარმოებისა და ადამიანთა მოღვაწეობის სხვა სფეროებს საინფორმაციო ტექნოლოგიის შექმნითა და საზოგადოებისათვის გადაცემის გზით. ამ ახალი ტექნოლოგიის ეფექტური და საყოველთაო ათვისება განათლების ყველა სფეროს წინაშე სვამს კომპიუტერული ცოდნის გავრცელების მასშტაბურ ამოცანებს და ხელს უწყობს მის გადაზრდას საზოგადოების ინფორმაციულ კულტურაში.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები