ირიბსიმეტრიულობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ირიბსიმეტრიულობა''' 1) '''ფუნქციის ირიბსიმეტრიულობა''' – მრავა...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:19, 9 ივლისი 2024 მდგომარეობით

ირიბსიმეტრიულობა

1) ფუნქციის ირიბსიმეტრიულობა – მრავალი ცვლადის f(x1,x2,...,xn) ფუნქციის თვისება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ფუნქციის ნიშანი იცვლება მოპირდაპირეთი არგუმენტების ყოველი კენტი გადაადგილებისას და არ იცვლება ნებისმიერი ლუწი გადაადგილებისას. მაგალითად, სამი ცვლადის ფუნქცია f(x;y;z)=(x-y)(y-Z) (z-x) – ირიბსიმეტრიულია.

2) ტენზორის ირიბსიმეტრიულობაკოვარიანტული ან კონტრავარიანტული ტენზორის თვისება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ კოორდინატები, რომლებიც მხოლოდ ინდექსების რიგით განსხვავდებიან, ან ერთმანეთის ტოლია, ან განსხვავდებიან ნიშნით. ერთმანეთის ტოლია ინდექსების ლუწი გადაადგილების შემთხვევაში, ნიშნით განსხვავდებიან – ინდექსების კენტი გადაადგილების დროს.

ტენზორის ირიბსიმეტრიულობა არ იცვლება სივრცის კოორდინატთა ერთი ორთოტროპული სისტემის მეორე ორთოტროპული სისტემით შეცვლისას.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები