რაბინი იცხაკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რაბინი იცხაკ“ გადაიტანა გვერდზე „იცხაკ რაბინი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იცხაკ რაბინი“ გადაიტანა გვერდზე „რაბინი იცხაკ“ გადამისამართე...) |
17:06, 9 ივლისი 2024-ის ვერსია
იცხაკ რაბინი – (ებრ. יצחק רבין; დ. 1 მარტი, 1922, იერუსალიმი – გ. 4 ნოემბერი, 1995, თელ-ავივი). ისრაელის პრემიერ-მინისტრი, გენერალი და საზოგადო მოღვაწე.
1940 დაიწყო სამსედრო კარიერა. იბრძოდა ბრიტანეთის არმიაში. 1948 არაბეთ-ისრაელის ომში ბრიგადის მეთაურის რანგიდან 1964 შტაბების უფროსის თანამდებობამდე ამაღლდა. 1968-73 ისრაელის წარმომადგენელია ვაშინგტონში, ქნესეთის წევრი, ლეიბორისტი. 1974 – გოლდა მეირის კაბინეტში შრომის მინისტრი. 1976 ხელმძღვანელობდა ოპერაციას – ენტებე (Entebbe), რის შედეგადაც 100 ებრაელი მძევალი გაათავისუფლეს. 1977 დაამარცსა შიმონ პერესი, 1992 კი იცსაკ შამირი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი გასდა.