მორკოვი არკადი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | |||
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რუსეთის იმპერიის დიპლომატები]] |
[[კატეგორია:რუსეთის იმპერიის ელჩები]] | [[კატეგორია:რუსეთის იმპერიის ელჩები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:25, 10 ივლისი 2024 მდგომარეობით
არკადი მორკოვი (1745-1827), გრაფი, რუსი დიპლომატი. 1764 დაიწყო სამსახური საგარეო საქმეთა კოლეგიაში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე რუსეთის მისიის შემადგენლობაში – ესპანეთში (1768), პოლონეთში (I772), ჰოლანდიაში (I775) და თურქეთში (1776). 1781-82 – რუსეთის მეორე დესპანი ჰოლანდიაში, მონაწილეობდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მუშაობაში, სადაც ხელი შეუწყო ვერსალის (ამერიკა-ინგლისის) სამშვიდობო ხელშეკრულების 1783 ხელმოწერას. 1783-86 – დესპანი შვედეთში: 1786-დან – საგარეო საქმეთა კომისიის წევრი. ხელი მოაწერა მთელ რიგ სავაჭრო და სამოკავშირეო ხელშეკრულებებს. პეტერბურგის კონვენციებს 1793 და 1795. პავლე I-ის მეფობის წლებში (1796-1801) შერისხული იყო, 1801-03 – ელჩი საფრანგეთში. 1801 ხელი მოაწერა პარიზის საზავო ხელშეკრულებას და საიდუმლო კონვენციას, ასევე – რუსეთ-ესპანეთის სამშვიდობო შეთანხმებას. 1420 დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრად.