სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია''' – (...)
 

მიმდინარე ცვლილება 21:30, 27 ივლისი 2024 მდგომარეობით

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია – (ინგლ. Southeast Asia Treaty Organization – SEATO), სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელიც შეიქმნა აშშ-ის ინიციატივით, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ტაილანდს, პაკისტანსა და ფილიპინებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მანილის კონფერენციაზე 8.IX.1954 და ძალაში შევიდა 19.II.1955. ინდოეთმა, ინდონეზიამ, ბირმამ და ცეილონმა (1972-დან - შრილანკა) ამ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. სეატო მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასიან (ნატო) და ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (სენტო). 1977 სეატომ არსებობა შეწყვიტა.


[რედაქტირება] წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები