რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-78
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
კავკასიის ფრონტზე (რუსები – 100 ათ., ოსმალები – 90 ათ. კაცი) ოსმალები დამარცხდნენ ალაჯა-ავლიარის მიდამოებში და [[ციხესიმაგრე|ციხესიმაგრეებში]] – ყარსსა და არზრუმში ჩაიკეტნენ. რუსებმა ყარსი [[იერიში|იერიშით]] აიღეს (1877), ხოლო [[შეტევა (სამხედრო ტერმინი)|შეტევა]] არზრუმზე შეჩერდა დაზავებასთან დაკავშირებით. | კავკასიის ფრონტზე (რუსები – 100 ათ., ოსმალები – 90 ათ. კაცი) ოსმალები დამარცხდნენ ალაჯა-ავლიარის მიდამოებში და [[ციხესიმაგრე|ციხესიმაგრეებში]] – ყარსსა და არზრუმში ჩაიკეტნენ. რუსებმა ყარსი [[იერიში|იერიშით]] აიღეს (1877), ხოლო [[შეტევა (სამხედრო ტერმინი)|შეტევა]] არზრუმზე შეჩერდა დაზავებასთან დაკავშირებით. | ||
| − | [[ომი]] დამთავრდა სან-სტეფანოს | + | [[ომი]] დამთავრდა [[სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება 1878|სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით (1878)]], რომლის გადაწყვეტილებები გადაიხედა ბერლინის კონგრესზე (1878). რუსეთმა მიიღო სამხრეთ ბესარაბია, აჭარა ქ. ბათუმით და ართვინი, [[არტაანი (მხარე სამხრეთ საქართველოში)|არტაანი]] და ყარსი მიმდებარე ტერიტორიებით. ოსმალეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს [[რუმინეთი|რუმინეთმა]], [[სერბეთი|სერბიამ]] და [[ჩერნოგორია|ჩერნოგორიამ]], ხოლო [[ბულგარეთი|ბულგარეთმა]] მიიღო ეროვნული სახელმწიფოს შექმნის საშუალება. |
ომში გამოიკვეთა [[შეიარაღებული ბრძოლა|შეიარაღებული ბრძოლის]] მასშტაბების ზრდისა და ხასიათის შეცვლის ტენდენცია, რაც განპირობებული იყო [[არმია|არიათა]] რიცხოვნობის ზრდით, დაკუთხვილი შაშხანებისა და ქვემეხების, რკინიგზისა და საველე ტელეგრაფის გამოყენებით. სტრატეგიის კუთხით საინტერესოა რუსეთის არმიის მიერ დუნაის გადალახვა, განხორციელებული ფართო ფრონტზე, ყალბი [[გადასასვლელი (წყლით)|გადასასვლელებისა]] და [[ნაღმები|ნაღმების]] [[ღობურები|ღობურების]] მოწყობით. შემდგომი განვითარება პოვა მსროლელთა შარების ტაქტიკამ. | ომში გამოიკვეთა [[შეიარაღებული ბრძოლა|შეიარაღებული ბრძოლის]] მასშტაბების ზრდისა და ხასიათის შეცვლის ტენდენცია, რაც განპირობებული იყო [[არმია|არიათა]] რიცხოვნობის ზრდით, დაკუთხვილი შაშხანებისა და ქვემეხების, რკინიგზისა და საველე ტელეგრაფის გამოყენებით. სტრატეგიის კუთხით საინტერესოა რუსეთის არმიის მიერ დუნაის გადალახვა, განხორციელებული ფართო ფრონტზე, ყალბი [[გადასასვლელი (წყლით)|გადასასვლელებისა]] და [[ნაღმები|ნაღმების]] [[ღობურები|ღობურების]] მოწყობით. შემდგომი განვითარება პოვა მსროლელთა შარების ტაქტიკამ. | ||
მიმდინარე ცვლილება 18:18, 28 ივლისი 2024 მდგომარეობით
რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-78 - დაიწყო რუსეთმა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე თავისი გავლენის გასამტკიცებლად. სამხედრო მოქმედებები გაიშალა ბალკანეთსა და კავკასიაში.
როგორც ადრე, ამჯერადაც მთავარი იყო ბალკანეთის ფრონტი. აქ რუსეთის არმიამ (თავიდან 185 ათ. კაცი, შემდეგ – 377 ათ.) რუმინეთისა და ბალკანეთის სლავების (სერბები, ჩერნოგორიელები, ბულგარელები) მხარდაჭერით დაამარცხა ოსმალთა ჯარები (275 ათ.) და კონსტანტინოპოლს მიადგა (1878 წლის თებერვალში).
კავკასიის ფრონტზე (რუსები – 100 ათ., ოსმალები – 90 ათ. კაცი) ოსმალები დამარცხდნენ ალაჯა-ავლიარის მიდამოებში და ციხესიმაგრეებში – ყარსსა და არზრუმში ჩაიკეტნენ. რუსებმა ყარსი იერიშით აიღეს (1877), ხოლო შეტევა არზრუმზე შეჩერდა დაზავებასთან დაკავშირებით.
ომი დამთავრდა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით (1878), რომლის გადაწყვეტილებები გადაიხედა ბერლინის კონგრესზე (1878). რუსეთმა მიიღო სამხრეთ ბესარაბია, აჭარა ქ. ბათუმით და ართვინი, არტაანი და ყარსი მიმდებარე ტერიტორიებით. ოსმალეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს რუმინეთმა, სერბიამ და ჩერნოგორიამ, ხოლო ბულგარეთმა მიიღო ეროვნული სახელმწიფოს შექმნის საშუალება.
ომში გამოიკვეთა შეიარაღებული ბრძოლის მასშტაბების ზრდისა და ხასიათის შეცვლის ტენდენცია, რაც განპირობებული იყო არიათა რიცხოვნობის ზრდით, დაკუთხვილი შაშხანებისა და ქვემეხების, რკინიგზისა და საველე ტელეგრაფის გამოყენებით. სტრატეგიის კუთხით საინტერესოა რუსეთის არმიის მიერ დუნაის გადალახვა, განხორციელებული ფართო ფრონტზე, ყალბი გადასასვლელებისა და ნაღმების ღობურების მოწყობით. შემდგომი განვითარება პოვა მსროლელთა შარების ტაქტიკამ.