სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება 1878

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება 1878 – გაფორმდა 3 მარტს სტამბოლის მახლობლად, სან-სტეფანოში. ეს იყო ე.წ. წინასწარი ხელშეკრულება, რომელიც მოჰყვა 1877-78 რუსეთ-თურქეთის ომს.

რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერეს ნ. იგნატიევმა და ა. ნელიდოვმა, ხოლო ოსმალეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრმა სავფეთ-ფაშამ და თურქეთის ელჩმა გერმანიაში საადულა-ბეიმ. სან-სტეფანოს ზავის შედეგად დამოუკიდებლობა მოიპოვეს რუმინეთმა, სერბეთმა და ჩერნოგორიამ; ხოლო ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ მიიღეს ავტონომია. ბულგარეთი მაინც რჩებოდა თურქეთის ვასალად, თუმცა გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. თურქეთი კისრულობდა 1400 მლნ მან, კონტრიბუციას, აგრეთვე ვალდებულებას, გაეტარებინა მთელი რიგი რეფორმები ოსმალეთის სომხეთში, ვინაიდან კონტრიბუცია აღემატებოდა თურქეთის ფინანსურ შესაძლებლობებს, რუსეთი დაკმაყოფილდა 310 მლნ მანეთითა და დანარჩენის სანაცვლოდ მიიღო ბათუმი, არტაანი და ყარსი, რაც შემდეგში, იმავე წლის ივლისში დაამტკიცა ბერლინის კონგრესმა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები