ნელიდოვი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ნელიდოვი – (1835-1910), რუსი დიპლომატი, 1855 მუშაობდა აზიის დეპარტამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მისიაში საბერძნეთში (1856-დან), ბავარიაში (1861) და ავსტრიაში (1809-დან), 1877-78, რუსეთ-თურქეთის ომის წინ. იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში საელჩოს მრჩევლის თანამდებობაზე, საიდუმლოდ ჩავიდა ბუქარესტში და წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკება რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან კონვენციასთან დაკავშირებით, რომლის ძალითაც წყდებოდა რუსეთის ჯარის რუმინეთის ტერიტორიაზე გავლის საკითხი თურქეთთან ომის შემთხვევში. ომის დროს იყო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ჯარების მთავარსარდლის დიპლომატიური კანცელარიის უფროსი. 1877 წლის ნოემბერში შეადგინა ზავის წინასწარი პირობები, რომლებიც გახდა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების საფუძველი (1878). 1979-82 იყო რუსეთის ელჩი საქსონიასა და საქსენ-ალტესბურგის საჰერცოგოში, შემდეგ – საელჩოს გამგებელი, 1883-97 – ელჩი თურქეთში. 1887 გადაყვანილ იქნა ელჩის პოსტზე იტალიაში. 1903-10 – ელჩი საფრანგეთში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები