ჯაყელი ბოცო ბოცოს ძე
(ახალი გვერდი: '''ბოცო ბოცოს ძე ჯაყელი''' - ჩუხჩარეხი XIII ს. 20-იანი წწ. სამცხის ერ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბოცო ბოცოს ძე ჯაყელი“ გადაიტანა გვერდზე „ჯაყელი ბოცო ბოცოს ძე“) |
14:22, 16 ივნისი 2017-ის ვერსია
ბოცო ბოცოს ძე ჯაყელი - ჩუხჩარეხი XIII ს. 20-იანი წწ. სამცხის ერისთავთ-ერისთავის და სპასალარის, ბოცოს ძე. ჩუხჩარეხის სახელოს მფლობელია გიორგის-ლაშას და რუსუდანის მეფობაში. მის მიერ ჩუხჩარეხობის ფლობას ადასტურებს ალის მონასტრის სვინაქსარში მის სახელზე დადებული ორი სააღაპე ჩანაწერი. გიორგი-ლაშას დროს იგი მესხთა მოწინავე ლაშქართან ერთად მონაწილეობდა ქალაქ განძის აღებაში. მან და მისმა ძმამ განსაკუთრებით თვალსაჩინო როლი შეასრულეს 1226/1227 წ. ხვარაზმელთა შემოსევისას თბილისის დაცვის საქმეში. მტრისაგან ქუთაისში გარიდებულმა რუსუდანმა ბოცო და მემნა ბოცოს ძეებს უბრძანა ჯალალადინის ლაშქრისაგან ქალაქის დაცვა.
წყაროები
ჟამთააღმწერელი 1959: 153, 174-178; შარაშიძე 1982: 15-17; 58. პიპო - ეზოს ჩ. და, სავარაუდოდ, გორის მოურავი. 1365 წ. (ქისკ 2013: 48).
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017