სევრის საზავო ხელშეკრულება 1920

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სევრის საზავო ხელშეკრულება 1920''' – ე.წ. ვერსალის სისტემის ერთ...)
 

მიმდინარე ცვლილება 20:10, 7 აგვისტო 2024 მდგომარეობით

სევრის საზავო ხელშეკრულება 1920 – ე.წ. ვერსალის სისტემის ერთ-ერთი ხელშეკრულება. დაიდო 10.VIII სევრში (პარიზის მახლობლად) „მთავარ მოკავშირე სახელმწიფოებს“ – ერთი მხრივ, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ბელგიას, საბერძნეთს, პოლონეთს, პორტუგალიას, რუმინეთს, სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფოს (1929 წლიდან – იუგოსლავია) და ჩეხოსლოვაკიას და, მეორე მხრივ, თურქეთის სულთნის მთავრობას შორის.

ხელშეკრულების მიზანი იყო, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის დანაწილება მოკავშირეთა შორის, ეგვიპტეზე ინგლისის პროტექტორატის დაწესებისა და კვიპროსის ანექსიის ცნობა ოსმალეთის მიერ, სრუტეებზე მოკავშირეთა კონტროლის დაწესება და ოსმალეთისათვის ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის მოსპობა.

სევრის საზავო ხელშეკრულებას უნდა აღედგინა კაპიტულაციების რეჟიმი, ოსმალეთის საშინაო საქმეებში ანტანტის სახელმწიფოების ჩარევის უფლება. აშშ-ის პრეზიდენტს უნდა დაედგინა ოსმალეთის საზღვრები დაშნაკურ სომხეთთან (აშშ იმედოვნებდა მანდატის მიღებას სომხეთზე), მოკავშირეებს კი უნდა განესაზღვრათ ოსმალეთისთვის ჩამოსაცილებელი ქურთისტანის ტერიტორიის საზღვრები. ოსმალეთის ქემალისტურმა მთავრობამ უარყო ეს ხელშეკრულება. საბჭოთა რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურმა დახმარებამ და ათათურქის არმიის გამარჯვებამ საბერძნეთთან ომში შესაძლებელი გახადა სევრის საზავო ხელშეკრულების ოფიციალური გაუქმება ლოზანის კონფერენციაზე 1922-23.



[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ვერსალის საზავო ხელშეკრულება 1919

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები