სკლიაროსი ბარდა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სკლიაროსი ბარდა“ გადაიტანა გვერდზე „ბარდა სკლიაროსი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარდა სკლიაროსი“ გადაიტანა გვერდზე „სკლიაროსი ბარდა“ გადამის...) |
16:51, 9 აგვისტო 2024-ის ვერსია
ბარდა სკლიაროსი, (სკლეროსი) – (ბერძ. Βάρδας Σκλήρος, გ. 991), ბიზანტიის თვალსაჩინო სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. მცირეაზიური პროვინციული არისტოკრატიის წარმომადგენელი, პატრიკიოსი. აქტიურად იბრძოდა მაკედონელთა დინასტიის დასამხობად, 976-979 მოაწყო აჯანყება მცირეწლოვანი იმპერატორების წინააღმდეგ. სკლიაროსთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა იმიერტაოს მმართველის დავით III კურაპალატის ლაშქარმა, რომელსაც თორნიკე ერისთავი სარდლობდა, 987-989 ბარდა სკლიაროსმა ხელმეორედ მოინდომა საიმპერატორო ტახტის მიტაცება. ამჯერად დავით კურაპალატმა მხარი აჯანყებულებს დაუჭირა. ბასილი II-მ კიევის დიდი მთავრის ვლადიმირ სვიატოსლავის ძის დახმარებით შეძლო აჯანყების ჩახშობა. დამარცხებული სკლიაროსი იძულებული შეიქნა ბედს შერიგებოდა და იმპერატორისათვის პატიება ეთხოვა.