სუჰარტო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სუპარტო''' – (დ. I921), ინდონეზიის სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი,...) |
მიმდინარე ცვლილება 21:41, 12 აგვისტო 2024 მდგომარეობით
სუპარტო – (დ. I921), ინდონეზიის სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, მონაწილეობდა ჰოლანდიელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ 1945-49 ინდონეზიელი ხალხის შეიარაღებულ ბრძოლაში, ომის დასრულების შემდეგ ეკავა მაღალი სამეთაურო და საშტაბო თანამდებობები ინდონეზიის არმიაში. 1963-65 იყო სახმელეთო ძალების სტრატეგიული რეზერვის ჯარების მეთაური, 1966-დან გახდა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. 1967 წლის თებერვლიდან ასრულებდა ინდონეზიის პრეზიდენტის მოვალეობას, ხოლო 1968 წლის მარტიდან იყო ინდონეზიის პრეზიდენტი. 1998 ინდონეზიაში მომხდარი სახალხო გამოსვლების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.