ტამპიკოს ინციდენტი 1914
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტამპიკოს ინციდენტი 1914''' – კონფლიქტი აშშ-ის სამხედრო-საზღვ...) |
13:01, 13 აგვისტო 2024-ის ვერსია
ტამპიკოს ინციდენტი 1914 – კონფლიქტი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ხელმძღვანელობას და მექსიკის ხელისუფლებას შორის, რამაც გამოიწვია აშშ-ის ინტერვენცია მექსიკაში.
1914 წლის 4.IV ტამპიკოს აკრძალულ ზონაში დააკავეს ამერიკელი ზღვაოსნები. მიუხედავად მათი განთავისუფლებისა და ბოდიშის მოხდისა მექსიკის მხრიდან, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინეს ევრაკრუსის ნავსადგურის ოკუპირება. 1914 წლის ივლისში დაეცა პრეზიდენტ უერტეს ხელისუფლება. ნოემბერში აშშ-ის ჯარები გავიდნენ მექსიკიდან.