მიშეცკის ელჩობა კახეთში 1641-43
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მიშეცკის ელჩობა კახეთში 1641-43''' – რუსეთის სახელმწიფო ელჩობა კ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რუსეთის სახელმწიფო ელჩობა საქართველოში]] |
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | [[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | ||
20:26, 17 აგვისტო 2024-ის ვერსია
მიშეცკის ელჩობა კახეთში 1641-43 – რუსეთის სახელმწიფო ელჩობა კახეთის სამეფოში. თეიმურაზ I-ის ელჩს ნიკიფორე მიტროპოლიტს მოსკოვის ხელმწიფემ გამოაყოლა საპასუხო ელჩობა: ელჩობას მეთაურობდნენ თავადი ეფიმ თედორეს ძე მიშეცკი და დიაკი ივანე კლიუჩაროვი. ამ უკანასკნელმა საქართველომდე ვერ ჩამოაღწია და გზაში გარდაიცვალა. ელჩობა მოსკოვიდან გამოვიდა 1641 წლის 9 ივნისს და კახეთში ჩავიდა 1642 წლის აგვისტოში. თეიმურაზმა 1 სექტემბერს შუამთაში მიიღო მიშეცკი. ელჩმა თეიმურაზს გადასცა ხელმწიფის წყალობის სიგელი და ფულადი დახმარება. მოლაპარაკების დროს თეიმურაზი რუსეთისაგან სამხედრო დახმარებას ითხოვდა, რაზედაც ელჩმა ხელმწიფის სახელით უარი განუცხადა. რუსეთის ელჩობამ 1642 წლის 26 ოქტომბერს დატოვა კახეთი და 1643 წლის 4 ოქტომბერს დაბრუნდა მოსკოვს.