ტომფსონი ლუელინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ლუელინ ტომფსონ '''ლუელინ ტომფსონი''' – (ინ...)

22:16, 17 აგვისტო 2024-ის ვერსია

ლუელინ ტომფსონ

ლუელინ ტომფსონი – (ინგ. Llewellyn Thompson, 1904-72), აშშ-ის დიპლომატი.

დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა 1929-დან, მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ცეილონზე (1929-33), შვეიცარიაში (1933-38), სსრკ-ში (1940-44), დიდ ბრიტანეთში (1944-46). მონაწილეობდა სან-ფრანცისკოს (1945) და ბერლინის (პოტსდამის) 1943 კონფერენციებში, ლონდონის (1945) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სესიაში. 1946-47 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საქმეთა განყოფილების გამგე, 1948-49 – ევროპის საქმეთა სამმართველოს დირექტორის მოადგილე; 1949-50 – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპის საკითხებში; 1950-52 – იტალიაში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი დესპანი; 1952-55 – უმაღლესი კომისარი, ხოლო 1955-57 – აშშ-ის ელჩი ავსტრიაში. 1957-62 და 1967-69 – აშშ-ის ელჩი სსრკ-ში. 1962-67 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დანიშნულებათა ელჩი. 199-72 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სსრკ-თას ურთიერთობის საკითხებში, აშშ-ის დელეგაციის წევრი ჟენევის თათბირებზე 1954-59 და სსრკ-აშშ-ის მოლაპარაკებებზე სტრატეგიული შეიარაღების შემცირების საკითხებზე.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები