ფამ ვან დონგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფამ ვან დონგი“ გადაიტანა გვერდზე „დონგი ფამ ვან“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დონგი ფამ ვან“ გადაიტანა გვერდზე „ფამ ვან დონგი“ გადამისამართ...)

00:24, 21 აგვისტო 2024-ის ვერსია

ფამ ვან დონგი – (ვიეტ. Phạm Văn Đồng, 1 მარტი 1906 — 29 აპრილი 2000), ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, დიპლომატი.

1925 მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1945 – ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის დროებით მთავრობაში ფინანსთა მინისტრი, ხელმძღვანელობდა ვიეტნამის დელეგაციას ფონტენბლოს კონფერენციაზე (1946), სადაც იხილებოდა საფრანგეთის მიერ ვიეტნამის დამოუკიდებლობის საკითხები. წინააღმდეგობის ომის დროს (1946-1954) იყო ვიეტნამის კომპარტიის (მოგვიანებით ვიეტნამის შრომის პარტიის) ცკ-ის და ვიეტნამის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ ვიეტნამში. ხელმძღვანელობდა ვიეტნამის სამთავრობო დელეგაციას ინდოჩინეთის საკითხებისადმი მიძღვნილ ჟენევის თათბირზე (1954). 1949-55 – ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1955-81 – პრემიერ-მინისტრი. იმავდროულად 1954-61 – საგარეო საქმეთა მინისტრი. 1981-დან – ვიეტნამის სახალხო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები