ფარნაკე II
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფარნაკე II''' – ბოსფორის მეფე ძვ.წ. 61-47. მითრიდატე VI ევპატორის ძ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:12, 21 აგვისტო 2024 მდგომარეობით
ფარნაკე II – ბოსფორის მეფე ძვ.წ. 61-47. მითრიდატე VI ევპატორის ძე, მისი მშობლიური ენა ბერძნული იყო. ძვ.წ. 63 ფარნაკე II-მ პანტიკაპეონში მამას არმია აუჯანყდა და ამით, ბოსფორის სამეფო გვირგვინი ხელთ იგდო. კეისარსა და პომპეუსს შორის ამტყდარი სამოქალაქო ომის დროს ფარნაკე II იკავებს კოლხეთს და პონტოს. მისი აგრესია იბერიასაც გადასწვდა, სადაც გაძარცულ იქნა ანაპიტას (აჲნინას) ტაძარი აწყურში (ბერძ. ლევკოთეა). ძვ.წ. 47 პონტოში ქალაქ ზელასთან გამართულ ბრძოლაში კეისარმა ფარნაკე II დაამარცხა. იგი ბოსფორში დაბრუნდა, სადაც დაიღუპა კიდეც.