მითრიდატე VI ევპატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მითრიდატე VI ევპატორი – დიონისე, მითრიდატე დიდი (Mithridatēs Eūpatōr Dionysos; დ. ძვ. წ. 132 — გ. ძვ. წ. 63), ელინისტური სამყაროს უკანასკნელი დიდი სარდალი და პოლიტიკოსი, წინ აღუდგა რომაელთა აგრესიას მცირე აზიაში, თავის ნებას დაუმორჩილა ბითინია, კაპადოკია, პაფლაგონია, კოლხეთი, ბოსფორის სამეფო. უტევდა რომის სამფლობელოებს. სათავეში ჩაუდგა დიდ კოალიციას, რომელსაც შეუერთდნენ სომხეთის, იბერიისა და ალბანეთის მეფეები. რომთან ომში ჩაება ძვ. წ. 89. დაიკავა პროვინცია აზია და საბერძნეთი, მაგრამ 84 წ. ქერონეასთან დამარცხდა და დაპყრობილი ტერიტორიები დაკარგა. მეორე ომიც (83-82) უშედეგოდ დამთავრდა. მესამე ომმა მთელი მცირე აზია მოიცვა (74-64). რომაელ სარდლებთან ლუკულუსთან და შემდეგ პომპეუსთან ბრძოლებში მითრიდატე VI-ის არმია განადგურდა. დამარცხებულმა ბოსფორს შეაფარა თავი და ახალი ომისათვის მზადებას შეუდგა, მაგრამ შვილის ღალატით იმედგაცრუებულმა თავი მოიკლა (61).


იხილე აგრეთვე

მახარე

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები