მახარე (მითრიდატე VI ევპატორის ძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მახარე – პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორის ძე, ბოსფორის გამგებელი (ძვ. წ. 79-65). როდესაც მითრიდატე დამარცხდა, მახარემ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ლუკულუსს მიმართა, რათა ეცნო იგი რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ. გამარჯვებულმა სარდალმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. აზიიდან გაძევებულმა მითრიდატემ განიზრახა ბოსფორის აღება და ახალი საომარი ბაზის შექმნა. მახარემ სცადა მამასთან შერიგება, მაგრამ ევპატორის რისხვის ჩაქრობა ვერ მოახერხა და იძულებული გახდა ბოსფორიდან გაქცეულიყო. მითრიდატემ მდევრები დაადევნა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მახარემ თავი მოიკლა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები