ტრუმენის დოქტრინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტრუმენის დოქტრინა''' – აშშ-ის მთავრობის საგარეო-პოლიტიკურ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
− | [[კატეგორია:აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური | + | [[კატეგორია:აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური დოქტრინა]] |
01:49, 12 სექტემბერი 2024-ის ვერსია
ტრუმენის დოქტრინა – აშშ-ის მთავრობის საგარეო-პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა ჰ. ტრუმენმა 1947 წლის მარტში კონგრესისათვის გაგზავნილ წერილში, დაკანონდა 1947 წლის მაისში კონგრესის მიერ მისი დამტკიცებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ.
ითვალისწინებდა 1947-48 400 მლნ დოლარის გამოყოფას საბერძნეთისა და თურქეთისათვის დასახმარებლად, ამ ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების დამყარების თავიდან ასაცილებლად, ტრუმენის დოქტრინა მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომის 1939-45 შემდეგ საბჭოთა კავშირის ექსპანსიის შეჩერებას „დემოკრატიისა და სოციალიზმის" გავრცელების ნიღბით. ტრუმენის დოქტრინა-მ კიდევ უფრო შეუწყო ხელი „ცივი ომის“ გამძაფრებას.