სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:საერთაშორისო ორგანიზაციები]]
 
[[კატეგორია:საერთაშორისო ორგანიზაციები]]
[[კატეგორია:საერთაშორისო პოლიტიურ-ეკონომიკური ორგანიზაციები]]
+
[[კატეგორია:საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური ორგანიზაციები]]

მიმდინარე ცვლილება 16:51, 3 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაცია – (ინგლ. Association of Southeast Asian Nations; ASEAN), სუბრეგიონალური პოლიტიკურ-ეკონომიკური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1967 ხეთი ქვეყნის: ინდონეზიის, მალაიზიის, სინგაპურის, ტაილანდისა და ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციაზე. 1984 მათ შეუერთდა ბრუნეი. ასოციაციის სახელშეკრულებო გაფორმება მოხდა მხოლოდ 1976 კუნძულ ბალიზე ხელმოწერილი ხელშეკრულებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ და ასეანის თანხმობის დეკლარაციით. ამ დოკუმენტების თანახმად, ასოციაციის მიზნებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებში, ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ხელშეწყობა. ასეანის ხელმძღვანელი ორგანოებია სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურთა თათბირი (1976-დან) და საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი. ორივე (ორგანო ატარებს ყოველთვიურ სხდომებს. არსებობს ასევე მუდმივმოქმედი კომიტეტი. რომელიც ბანგკოკში იმყოფება (სამდივნო ჯაკარტაში), და დარგობრივი კომიტეტი (ვაჭრობის, მრეწველობის. სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ფინანსების, და სხვ. ტარდება ასევე ეკონომიკის, შრომის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, ინფორმაციის მინისტრთა პერიოდული შეხვედრები.


[რედაქტირება] წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები