ანთეოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ანთეოსი''' – ანთეოსთან ბერძნებმა გააიგივეს ეგვიპტური ღვთაე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | [[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | ||
| − | [[კატეგორია:ეგვიპტური | + | [[კატეგორია:ეგვიპტური ღვთაებანი]] |
მიმდინარე ცვლილება 15:16, 17 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
ანთეოსი – ანთეოსთან ბერძნებმა გააიგივეს ეგვიპტური ღვთაება ანტიუი (ეგვ. 3ntjwj, „ორი ბრჭყალებიანი“), რომელიც ორი შევარდნის ან სხვა მტაცებელი ფრინველის სინკრეტულ სახეს წარმოადგენდა. გაიგივებული იყო ანტიუისთან სეტხიც, რომელსაც აქ უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ. ანთეოსთან გაიგივება, როგორც ჩანს, ფონეტიკურ მსგავსებაზე და ღვთაების მებრძოლ ხასიათზე იყო დამყარებული. ხორის კულტის გაძლიერებასთან ერთად ანიტუი, როგორც ბევრი სხვა შევარდნის სახის ღვთაება, შთანთქა ხორმა. თვითონ ანტიუი კი ალბათ იყო ერთ-ერთი ეგვიპტური ელემენტი, რომლის ინკორპორირებაც ბერძნულ-ეგვიპტურ ღვთაებაში, სერაპისში მოხდა.