ბაჰრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბაჰრია''' – (ეგვ. „ჩრდილოეთის ოაზისი“), ოაზისი ფაიუმის სამხრ...)

20:07, 18 ოქტომბერი 2024-ის ვერსია

ბაჰრია – (ეგვ. „ჩრდილოეთის ოაზისი“), ოაზისი ფაიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლიბიის უდაბნოში, რომელიც ცნობილი იყო თავისი ბაღებით და ვენახებით. ბახრიას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა დასავლეთიდან ეგვიპტეში შემოჭრის საშიშროების დროს. თებეს ნომარქმა კამოსემ (მეორე გარდამავალი პერიოდის დასასრული) ჰიკსოსების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების დროს ბაჰრიაში სპეციალური სამხედრო რაზმი გააგზავნა დასავლეთ საზღვრებთან არეულობის ასაცილებლად.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები