ამონხეტეპი (ბრძენი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ამონხეტეპი''' (ბრძენი) – ამონხეტეპი, ხაპუს (ან ხუის) შვილი, იყო ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ამონხეტეპი''' (ბრძენი) – ამონხეტეპი, ხაპუს (ან ხუის) შვილი, იყო [[ამონხეტეპ III]]-ის მოხელე, რომელმაც თავისი ნიჭის წყალობით ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა: იყო გადამწერი, შემდეგ ჯარის გადამწერი, მეფის ყველა სამუშაოების ზედამხედველი იგი იყო ასევე მკურნალი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემდნენ თავისი სიბრძნის გამო.  
 
'''ამონხეტეპი''' (ბრძენი) – ამონხეტეპი, ხაპუს (ან ხუის) შვილი, იყო [[ამონხეტეპ III]]-ის მოხელე, რომელმაც თავისი ნიჭის წყალობით ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა: იყო გადამწერი, შემდეგ ჯარის გადამწერი, მეფის ყველა სამუშაოების ზედამხედველი იგი იყო ასევე მკურნალი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემდნენ თავისი სიბრძნის გამო.  
  
დეირ ელ მედინეს წარწერა გვამცნობს, რომ „არ შეიძლება არ დაემორჩილო მის ნათქვამს“. სამწუხაროდ, მისი გამონათქვამები, რომლებსაც მისი გარდაცვალებიდან თორმეტი საუკუნის შემდეგ ბერძნულად თარგმნიდნენ, არ შემონახულა. მისდამი უდიდესი პატივისცემის ნიშნად ამონხეტეპ III-მ მისი [[ქანდაკება|ქანდაკებები]] კარნაკის ტაძარში აღმართა (შვიდი ჩვენს დრომდე შემოინახა), რამაც შესაძლოა მისი კულტის ჩამოყალიბებას მისცა ბიძგი. მეფობის ოცდამეთერთმეტე წელს ფარაონმა ამონხეტეპს მოსახსენიებელი ტაძარი აუგო, რომელიც სამეფო ტაძრის ტოლი იყო. შემოინახა მისი დაზიანებული სარკოფაგიც, რომელიც ასევე იმ დროის სამეფო სარკოფაგების ყაიდაზე არის შესრულებული. უკვე რამესიდების პერიოდში ამონხეტეპი თებეს ნეკროპოლისში დაკრძალულ მეფეებთან იყო გათანაბრებული. პტოლემაიოსების დროს მას იმხოტეპთან ერთად ეთაყვანებოდნენ კარნაკის პტახის ტაძარში, ქასრ ელ აგუცის, დეირ ელ-ბაჰარის და დეირ ელ აგუცის ტაძრებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ადამიანური წარმომავლობა“ არ იყო დავიწყებული, რასაც ტანსაცმელი და „ადამიანური ეპითეტები“ ამჟღავნებს. ამონხეტეპს ეთაყვანებოდნენ ჯერ კიდევ ჩვ.წ. II საუკუნეში, რასაც მოწმობს მრავალი ბერძნული გრაფიტო (ძირითადად დეირ ელ-ბაჰარიში).
+
დეირ ელ მედინეს წარწერა გვამცნობს, რომ „არ შეიძლება არ დაემორჩილო მის ნათქვამს“. სამწუხაროდ, მისი გამონათქვამები, რომლებსაც მისი გარდაცვალებიდან თორმეტი საუკუნის შემდეგ ბერძნულად თარგმნიდნენ, არ შემონახულა. მისდამი უდიდესი პატივისცემის ნიშნად ამონხეტეპ III-მ მისი [[ქანდაკება|ქანდაკებები]] კარნაკის ტაძარში აღმართა (შვიდი ჩვენს დრომდე შემოინახა), რამაც შესაძლოა მისი კულტის ჩამოყალიბებას მისცა ბიძგი. მეფობის ოცდამეთერთმეტე წელს ფარაონმა ამონხეტეპს მოსახსენიებელი ტაძარი აუგო, რომელიც სამეფო ტაძრის ტოლი იყო. შემოინახა მისი დაზიანებული სარკოფაგიც, რომელიც ასევე იმ დროის სამეფო სარკოფაგების ყაიდაზე არის შესრულებული. უკვე რამესიდების პერიოდში ამონხეტეპი თებეს ნეკროპოლისში დაკრძალულ მეფეებთან იყო გათანაბრებული. პტოლემაიოსების დროს მას იმხოტეპთან ერთად ეთაყვანებოდნენ კარნაკის პტახის ტაძარში, ქასრ ელ აგუცის, [[დეირ-ელ-ბაჰარი|დეირ ელ-ბაჰარი]]ს და დეირ ელ აგუცის ტაძრებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ადამიანური წარმომავლობა“ არ იყო დავიწყებული, რასაც ტანსაცმელი და „ადამიანური ეპითეტები“ ამჟღავნებს. ამონხეტეპს ეთაყვანებოდნენ ჯერ კიდევ ჩვ.წ. II საუკუნეში, რასაც მოწმობს მრავალი ბერძნული გრაფიტო (ძირითადად დეირ ელ-ბაჰარიში).
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 01:02, 22 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

ამონხეტეპი (ბრძენი) – ამონხეტეპი, ხაპუს (ან ხუის) შვილი, იყო ამონხეტეპ III-ის მოხელე, რომელმაც თავისი ნიჭის წყალობით ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა: იყო გადამწერი, შემდეგ ჯარის გადამწერი, მეფის ყველა სამუშაოების ზედამხედველი იგი იყო ასევე მკურნალი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემდნენ თავისი სიბრძნის გამო.

დეირ ელ მედინეს წარწერა გვამცნობს, რომ „არ შეიძლება არ დაემორჩილო მის ნათქვამს“. სამწუხაროდ, მისი გამონათქვამები, რომლებსაც მისი გარდაცვალებიდან თორმეტი საუკუნის შემდეგ ბერძნულად თარგმნიდნენ, არ შემონახულა. მისდამი უდიდესი პატივისცემის ნიშნად ამონხეტეპ III-მ მისი ქანდაკებები კარნაკის ტაძარში აღმართა (შვიდი ჩვენს დრომდე შემოინახა), რამაც შესაძლოა მისი კულტის ჩამოყალიბებას მისცა ბიძგი. მეფობის ოცდამეთერთმეტე წელს ფარაონმა ამონხეტეპს მოსახსენიებელი ტაძარი აუგო, რომელიც სამეფო ტაძრის ტოლი იყო. შემოინახა მისი დაზიანებული სარკოფაგიც, რომელიც ასევე იმ დროის სამეფო სარკოფაგების ყაიდაზე არის შესრულებული. უკვე რამესიდების პერიოდში ამონხეტეპი თებეს ნეკროპოლისში დაკრძალულ მეფეებთან იყო გათანაბრებული. პტოლემაიოსების დროს მას იმხოტეპთან ერთად ეთაყვანებოდნენ კარნაკის პტახის ტაძარში, ქასრ ელ აგუცის, დეირ ელ-ბაჰარის და დეირ ელ აგუცის ტაძრებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ადამიანური წარმომავლობა“ არ იყო დავიწყებული, რასაც ტანსაცმელი და „ადამიანური ეპითეტები“ ამჟღავნებს. ამონხეტეპს ეთაყვანებოდნენ ჯერ კიდევ ჩვ.წ. II საუკუნეში, რასაც მოწმობს მრავალი ბერძნული გრაფიტო (ძირითადად დეირ ელ-ბაჰარიში).

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები