ანიბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | ||
[[კატეგორია:ქალაქები ძველ ეგვიპტეში]] | [[კატეგორია:ქალაქები ძველ ეგვიპტეში]] | ||
| − | [[კატეგორია:ფორტები | + | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტის ფორტები]] |
18:48, 3 ნოემბერი 2024-ის ვერსია
ანიბა – ეგვ. მიამი (Mim). ქალაქი ჩრდილოეთ ნუბიაში, ასუანიდან დაახლოებით 230 კმ. სამხრეთით. შედიოდა ეგვიპტელების მიერ შუა სამეფოს დროს ნუბიაში აგებული ფორტების ჯაჭვის მეორე ზოლში.
ახალი სამეფოს დროს იყო ჩრდილოეთ ნუბიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი. ამ პერიოდში აიგო მიამის ცნობილი ხორის ტაძარი. ანიბაში მდებარეობდა ნუბიაში ეგვიპტის მეფისნაცვალის და მოხელეების რეზიდენცია. ანიბას ნეკროპოლისის უაღრესად საინტერესო სამარხებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია რამესიდების პერიოდის მოხელის პენიუტის სამარხი. მის კედლებზე მოთავსებული ავტობიოგრაფია ამ ჟანრის ერთ-ერთ შედევრად არის მიჩნეული. ანიბას არქეოლოგიური კვლევა უმნიშვნელოვანესად ითვლება ნუბიის ისტორიის შესწავლისათვის.