ოსტრაკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ოსტრაკონი '''ოსტრაკონი''' – ბერძნული სიტყვაა (ostra...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:06, 9 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ოსტრაკონი

ოსტრაკონი – ბერძნული სიტყვაა (ostrakon) და ზღვის ნიჟარას ან თიხის ჭურჭლის ნამსხვრევს ნიშნავს. ეგვიპტოლოგიაში „ოსტრაკონებს“ ეძახიან კირქვის ნამსხვრევებს, რომლებიც საკმაოდ მოსახერხებელ საწერ მასალას წარმოადგენდა. ძალიან ფართო მოხმარება ჰქონდა ოსტრაკონებს სკოლებში, სადაც ეგვიპტელი მოსწავლეები სწორედ ოსტრაკონებზე ვარჯიშით ეუფლებოდნენ რთულ ეგვიპტურ დამწერლობას. სწორედ „სასკოლო ოსტრაკონებმა“, რომლებიც პაპირუსზე გაცილებით უფრო გამძლეა, შემოგვინახა ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები და სხვა მნიშვნელოვანი ტექსტი.




[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები