სამადავლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სამადავლა''' - ჰერეთის ერისთავი XIII ს-ის მიწურულში. შოთა კუპრ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ერისთავები]] | [[კატეგორია:ერისთავები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:ჰერეთის ერისთავები]] | [[კატეგორია:ჰერეთის ერისთავები]] | ||
16:10, 19 ივნისი 2017-ის ვერსია
სამადავლა - ჰერეთის ერისთავი XIII ს-ის მიწურულში. შოთა კუპრის შემდგომ ჰერეთის ერისთავთა შესახებ ცნობებში წყვეტილია. მხოლოდ XIII ს-ის მიწურულს, დავით VIII-ის თანამედროვედ იხსენიება ერისთავი სამადავლა. ის ერთი იმათაგანია, ვინც მეფეს ურჩევს ყაზან ყაენთან გამოცხადებას. ფარსადან გორგიჯანიძე მას შაქისის ერისთავად მოიხსენიებს. ეს აძლევს საფუძველს მკვლევართ, სამადავლა ჰერეთის ერისთავად მიიჩნიონ. XIV ს-იდან ჰერეთის ერისთავებზე ცნობები აღარ მოგვეპოვება.
წყაროები და ლიტერატურა
ჟამთააღმწერელი 1959: 301; ფარსადან გორგიჯანისძე 1925: 301; მუსხელიშვილი 1967: 126.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017