აგროკლიმატური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აგროკლიმატური რუკა''' – (agroclimatic map), გამოსახავს კლიმატური რესურ...) |
15:07, 18 ნოემბერი 2024-ის ვერსია
აგროკლიმატური რუკა – (agroclimatic map), გამოსახავს კლიმატური რესურსების შეფასებას სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის. რუკებზე მოცემულია კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები (მზის რადიაცია, თერმული რეჟიმი, ნალექები, აორთქლება და სხვ.), სოფლის მეურნეობისათვის არახელსაყრელი მოვლენები (წაყინვები, გვალვა), სავეგეტაციო პერიოდის თერმული პირობები, სასოფლო – სამეურნეო კულტურების სიმწიფის ფაზები, მოსავლის აღების ვადები.