განზოგადების კარტოგრაფიული ფორმა
(ახალი გვერდი: '''განზოგადების კარტოგრაფიული ფორმა''' – (cartographic form of generalization), შემეც...) |
01:06, 19 ნოემბერი 2024-ის ვერსია
განზოგადების კარტოგრაფიული ფორმა – (cartographic form of generalization), შემეცნების კარტოგრაფიული მეთოდის ერთერთი ფორმაა, რომელიც გულისხმობს კარტოგრაფიული გამოსახულების შინაარსის გამარტივებას მასშტაბისა და დანიშნულების შეცვლის გამო (მსხვილი მასშტაბიდან – წვრილზე, სამეცნიერო დანიშნულებიდან – საცნობარო ან სასწავლო დანიშნულებაზე გადასვლა).
განზოგადების კარტოგრაფიული ფორმა ტრადიციული გენერალიზაციის შემადგენელი ნაწილია. იგი აზრისეული, ლოგიკური ფორმით მიმდინარეობს და კარტოგრაფიულ ფორმას მაშინ იღებს, როდესაც მისი შედეგი რუკაზე უნდა აისახოს, მაგ.: ერთი და იგივე შინაარსის მცირე, ახლომდებარე კონტურების გაერთიანება, იზოხაზებს შორის ინტერვალის გაზრდა, წერტილის წონის გადიდება. აბსტრაჰირების მსგავსად, რუკის ენის საშუალებით ხორციელდება და აისახება როგორც რუკაზე, ისე ლეგენდაში.