გრაფიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გრაფიკი '''გრაფიკი''' – (graph), ობიექტებს შორის ფ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:37, 19 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

გრაფიკი

გრაფიკი – (graph), ობიექტებს შორის ფუნქციური დამოკიდებულების ასახვა, რიცხვითი სიდიდეებისა და მათი თანაფარდობების უწყვეტი გრაფიკული გამოსახულება. დიაგრამის მსგავსად რიცხვიდან ხაზში გადასვლა მასშტაბის საშუალებით ხდება. გრაფიკით გამოსახავენ უწყვეტი მოვლენის ცვალებადობას (ჰიფსომეტრიას, ბათიმეტრიას, ჰაერის ტემპერატურას, შობადობას, მოსავლიანობას, ატმოსფეროს დაბინძურებას და სხვ.). პირველი სტატისტიკური გრაფიკი შეადგინა ინგლისელმა ეკონომისტმა უ. პლეიფერმა 1786 წელს გამოცემული ნაშრომისათვის „კომერციული და პოლიტიკური ატლასი“, რის შემდეგ საზოგადოებრივ მეცნიერებებში დამკვიდრდა გრაფიკის გამოყენება.



[რედაქტირება] წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები