ჰიდროლოგიური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჰიდროლოგიური რუკა''' – (hydrological map), ხმელეთის ზედაპირზე წყლის გან...) |
12:56, 21 ნოემბერი 2024-ის ვერსია
ჰიდროლოგიური რუკა – (hydrological map), ხმელეთის ზედაპირზე წყლის განაწილების გამოსახულება. ზედაპირული წყლების დახასიათება ხდება შემდეგი მაჩვენებლებია: ჩამონადენი, მდინარეთა წყლის ქიმიური შემადგენლობა, თერმული და მყინვარული რეჟიმი. მათ შორის ძირითადია ჩამონადენის რუკები. ჩამონადენი (წყლიანობა) რუკაზე აღინიშნება მასშტაბში გამოსახული ზოლით, რომლის სისქე მიუნიშნებს ჩამონადენის ოდენობაზე მდინარის სხვადასხვა კვეთში. ჰიდროლოგიური რუკებით შეიძლება ტერიტორიის წყლის რესურსების შეფასება.