სახელმწიფო საზღვარი რუკაზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სახელმწიფო საზღვარი რუკაზე''' – (national boundarie on the map), ხაზი, რომელიც გ...)
 

მიმდინარე ცვლილება 21:58, 23 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

სახელმწიფო საზღვარი რუკაზე – (national boundarie on the map), ხაზი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ტერიტორიის გავრცელებას საერთაშორისო ან მოსაზღვრე სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე. მიუთითებს, სადამდე ვრცელდება სახელმწიფოს სუვერენიტეტი ხმელეთზე, წყლის ზედაპირზე, ზღვის ფსკერზე და დედამიწის წიაღში. განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით. არის შემთხვევები, როდესაც საზღვარი გადის:
1. ოროგრაფიულ ერთეულებზე, მაგალითად: ესპანეთსა და საფრანგეთს შორის – პირენეს მთებზე, ჩინეთსა და ინდოეთს შორის – ჰიმალაის მთებზე, საქართველოსა და რუსეთს შორის − კავკასიონის ქედზე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის – მდინარე ალაზანზე და სხვ.);
2. გეომეტრიული, მაგალითად, სწორიხაზოვანი აშშ-ის შტატებს შორის;
3. გეოგრაფიული მერიდიანები და პარალელები, მაგალითად, 38°-იანი პარალელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. სახელმწიფო საზღვრის ხაზის პირობითი აღნიშვნა მსხვილმასშტაბიან ზოგადგეოგრაფიულ (ტოპოგრაფიულ) რუკებზე სტანდარტულია.

სახელმწიფო საზღვრის სახეები ოროგრაფიული,გეომეტრიული, პარალელზე

1. ოროგრაფიული (პირენეს მთებზე, ალპებზე, სკანდინავიის მთებზე);
2. გეომეტრიული (აშშ-ის შტატებს შორის);
3. პარალელზე (38°-იან პარალელზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის).






[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები