კარტოგრაფიული პროექცია
(→წყარო) |
(→იხილე აგრეთვე) |
||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
− | |||
− | |||
− | |||
==წყარო== | ==წყარო== |
მიმდინარე ცვლილება 15:35, 26 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
კარტოგრაფიული პროექცია – (map projection, cartographic projection), დედამიწის ან სხვა პლანეტების ზედაპირის სიბრტყეზე გამოსახვის მათემატიკური ხერხი. ყველა კარტოგრაფიულ პროექციას აქვს სხვადასხვა დამახინჯება სფეროიდული ზედაპირიდან სიბრტყეზე სხვადასხვა ხერხით გადასვლის გამო.
დამახინჯების მიხედვით პროექციები არის: ტოლკუთხა (არ მახინჯდება კუთხეები, შესაბამისად – ფორმები), ტოლდიდი (არ მახინჯდება ფართობები), ტოლშორისული (არ მახინჯდება ერთი რომელიმე მიმართულება – მერიდიანი ან პარალელი), ნებისმიერი (სხვადასხვა ხარისხით მახინჯდება კუთხეები, სიგრძეები და ფართობები).
აგების ხერხის მიხედვით (დამხმარე სხეულის გამოყენება) პროექციები არის: ცილინდრული, კონუსური, აზიმუტური, ფსევდოცილინდრული, ფსევდოკონუსური, პოლიკონუსური, პირობითი, მრავალწახნაგა. კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია კარტოგრაფიული პროექციის აგება წინასწარ განსაზღვრული დამახინჯებით. პირველი კარტოგრაფიული პროექციების შემდგენელად ითვლება ბერძენი ასტრონომი ჰიპარქე (ძვ.წ-ის II ს.).