კორნელიუს ნეპოტი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კორნელიუს ნეპოსი“ გადაიტანა გვერდზე „კორნელიუს ნეპოტი“ გადამ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''კორნელიუს ნეპოტი''' (Cornelius nepos) – რომაელი ისტორიკოსი, ძვ. წ. I საუკუნის მოღვაწეა (დაახლ. ძვ. 100-29 წ.წ.) [[პლინიუს უფროსი]]ს გადმოცემით, იგი [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ავგუსტუსი]]ს მმართველობის დროს გარდაიცვალა. მომდევნო პერიოდის ავტორთა ცნობებით, ნეპოტი ციზალპელი გალი იყო. | + | '''კორნელიუს ნეპოტი''' (Cornelius nepos) – რომაელი ისტორიკოსი, ძვ. წ. I საუკუნის მოღვაწეა (დაახლ. ძვ. 100-29 წ.წ.). [[პლინიუს უფროსი]]ს გადმოცემით, იგი [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ავგუსტუსი]]ს მმართველობის დროს გარდაიცვალა. მომდევნო პერიოდის ავტორთა ცნობებით, ნეპოტი ციზალპელი გალი იყო. |
კორნელიუს ნეპოტი ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ცნობილ რომაელ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან: კატულუსთან, ატიკუსთან, ციცერონთან. კორნელიუს ნეპოტს მრავალგზის მოიხსენიებს პლუტარქე. გეოგრაფ პომპონიუს მელას ნეპოტის მოსაზრებანი ანგარიშგასაწევად მიაჩნია, ისტორიკოსს აფასებს პლინიუს უმცროსიც. ავლუს გელიუსი პირდაპირ მიუთითებს, რომ ნეპოტი იყო სიძველეთა დიდი მოყვარული. | კორნელიუს ნეპოტი ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ცნობილ რომაელ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან: კატულუსთან, ატიკუსთან, ციცერონთან. კორნელიუს ნეპოტს მრავალგზის მოიხსენიებს პლუტარქე. გეოგრაფ პომპონიუს მელას ნეპოტის მოსაზრებანი ანგარიშგასაწევად მიაჩნია, ისტორიკოსს აფასებს პლინიუს უმცროსიც. ავლუს გელიუსი პირდაპირ მიუთითებს, რომ ნეპოტი იყო სიძველეთა დიდი მოყვარული. | ||
მიმდინარე ცვლილება 02:31, 11 დეკემბერი 2024 მდგომარეობით
კორნელიუს ნეპოტი (Cornelius nepos) – რომაელი ისტორიკოსი, ძვ. წ. I საუკუნის მოღვაწეა (დაახლ. ძვ. 100-29 წ.წ.). პლინიუს უფროსის გადმოცემით, იგი ავგუსტუსის მმართველობის დროს გარდაიცვალა. მომდევნო პერიოდის ავტორთა ცნობებით, ნეპოტი ციზალპელი გალი იყო.
კორნელიუს ნეპოტი ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ცნობილ რომაელ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან: კატულუსთან, ატიკუსთან, ციცერონთან. კორნელიუს ნეპოტს მრავალგზის მოიხსენიებს პლუტარქე. გეოგრაფ პომპონიუს მელას ნეპოტის მოსაზრებანი ანგარიშგასაწევად მიაჩნია, ისტორიკოსს აფასებს პლინიუს უმცროსიც. ავლუს გელიუსი პირდაპირ მიუთითებს, რომ ნეპოტი იყო სიძველეთა დიდი მოყვარული.
კორნელიუს ნეპოტი მრავალმხრივი შემოქმედი იყო, ანტიკურ ავტორთა ცნობებით, იგი წერდა ლექსებს, ისტორიული და გეოგრაფიული ხასიათის შრომებს, გამოჩენილ პირთა ბიოგრაფიებს. ნეპოტის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან მოღწეულია მხოლოდ ბიოგრაფიების ნაწილი.
პოეტ კატულუსის თანახმად, კორნელიუს ნეპოტს დაუწერია ისტორიული ხასიათის თხზულება „ქრონიკა“. ნაშრომში გადმოცემული ყოფილა რომის ისტორია უძველესი დროიდან ძვ. წ. I საუკუნემდე. ნეპოტის ამ ნაშრომს განუცდია ბერძენი ისტორიკოსების გავლენა, განსაკუთრებით აპოლოდორის, რასაც ხაზგასმით აღნიშნავს კატულუსი. „ქრონიკის“ პოპულარობაზე მეტყველებს გვიანდელი ეპოქის მწერლების მიერ ამ თხზულების ხშირი ხსენება.
კორნელიუს ნეპოტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები. როგორც მიუთითებენ ავტორს თვიდანვე დაუწერია ცალკეული ბიოგრაფია, ხოლო შემდეგ გაუერთიანებია ვრცელ კრებულში – „გამოჩენილ კაცთა შესახებ“, რომელიც 16 წიგნისაგან შედგებოდა. ამ ნაშრომიდან ჩვენამდე მოაღწია ნაწყვეტმა – „გამოჩენილი უცხოელი მხედართმთავრები“. მასვე ეკუთვნის რომაელი მოღვაწეების კატონ უფროსისა და ატიკუსის ბიოგრაფიები.
კორნელიუს ნეპოტის ბიოგრაფიები განსაზღვრული პრინციპით იყო შედგენილი. იყოფოდა რამდენიმე ჯგუფად. ისტორიკოსი თანამიმდევრულად აღწერდა მხედართმთავრების, სახელმწიფო მოღვაწეების, ისტორიკოსების, ორატორების, მეფეების, პოეტებისა და გრამატიკოსების ბიოგრაფიებს.პარალელურად თითოეულ ჯგუფში არარომაელ (ძირითადად ბერძენ) მოღვაწეებთან ერთად, გადმოცემული იყო რომაელის ბიოგრაფია.
„გამოჩენილ კაცთა შესახებ“ კორნელიუს ნეპოტს ძე. წ. 35 წელს დაუმთავრებია, მაგრამ ატიკუსის გარდაცვალების შემდეგ დაუმატებია ატიკუსის და რამდენიმე არაბერძენი (ჰამიკლარ ბარკა, ჰანიბალი და სხვ.) მხედართმთავრის ბიოგრაფიაც.
კრებულიდან – „გამოჩენილი უცხოელი მხედართმთავრები“ მოღწეულია 23 ბიოგრაფია, მათ შორის რომაელი კატონ უფროსისა და ატიკუსის. განსაკუთრებული ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ კორნელიუს ნეპოტს დაწერილი აქვს კართაგენელი სარდლების ჰამილკარისა და ჰანიბალის ბიოგრაფია, მისი ნაშრომით მთელ რიგ საინტერესო ფაქტებს ამ გამოჩენილ სარდალთა ცხოვრებიდან მეტი სინათლე ეფინება.
კორნელიუს ნეპოტის ბიოგრაფიებს XVI საუკუნის შუახნებამდე IV-V სს, მცხოვრებ პოეტს ემილიუს პრობს მიაწერდნენ. მაგრამ შემდეგში ენის ანალიზისა და ისტორიულ მითითებათა საფუძველზე. დაადგინეს, რომ ბიოგრაფიები არ შეიძლებოდა დაწერილიყო IV-V სს. მიჯნაზე, ვინაიდან აქ არეკლილია რესპუბლიკიდან მონარქიაში გადასვლის მთელი რიგი მომენტები.