ინფელდი ლეოპოლდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Leopold infeldi.PNG|thumb|ლეოპოლდ ინფელდი 1838]]
+
[[ფაილი:Leopold infeldi.PNG|thumb|150px|ლეოპოლდ ინფელდი 1838]]
 
'''ლეოპოლდ ინფელდი'''  – (პოლ. Leopold Infeld, 1898 - 1968), პოლონელი ფიზიკოსი.
 
'''ლეოპოლდ ინფელდი'''  – (პოლ. Leopold Infeld, 1898 - 1968), პოლონელი ფიზიკოსი.
  

მიმდინარე ცვლილება 16:54, 14 იანვარი 2025 მდგომარეობით

ლეოპოლდ ინფელდი 1838

ლეოპოლდ ინფელდი – (პოლ. Leopold Infeld, 1898 - 1968), პოლონელი ფიზიკოსი.

ლეოპოლდ ინფელდი დაიბადა 1898 წლის 20 აგვისტოს კრაკოვში, კრაკოვის უნივერსიტეტში მიიღო განათლება. იგი ცნობილი მასწავლებლის ნატანსონის მოწაფე იყო. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ საშუალო სკოლაში დაიწყო მუშაობა ხოლო 1930 წელს ლვოვის უნივერსიტეტში ასისტენტად გადავიდა.

როკფელერის სტიპენდიის მიღების შემდეგ გაემგზავრა ინგლისში. კემბრიჯში 1933-დან 1935 წლამდე მუშაობდა. შემდეგ კი სამი წელი პრინსტონში, სადაც თანამშრომლობდა ალბერტ აინშტაინთან. 1939 წელს კანადაში დასახლდა. იყო ტორონტის უნივერსიტეტის პროფესორი. 1950 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ვარშავის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის კათედრას ჩაუდგა სათავეში.

პროფესორ ინფელდისა და მისი თანამშრომლების გამოკვლევების წყალობით ვარშავის ცენტრი სწრაფად ვითარდებოდა და ამჟამად ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფარდობითობის თეორიაში. პროფესორი ინფელდი იყო პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიისა და საზღვარგარეთის სხვა მრავალი მეცნიერული საზოგადოების წევრი. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ითვლის 100-%ე მეტ გამოქვეყნებულ ნაშრომს.

ინფელდმა ნ. ბორთან ერთად მოგვცა არაწრფივ ელექტროდინამიკაში განუზღვრელობის თანაფარდობის განმარტება. ინფელდის მთავარი მიღწევები ეხება ფარდობითობის თეორიას. ყველაზე დიდი ნაშრომი შესრულებულია აინშტაინთან ერთად, რის შედეგადაც გამოიყვანა ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან ორმაგი ვარსკვლავების მოძრაობის განტოლებები, ეს განტოლებები უფრო ზუსტია, ვიდრე ნიუტონისეული.

ინფელდი ცნობილ მათემატიკოსის ევარისტ გალუაზე პოპულარული მოთხრობის „ღმერთების რჩეულის“ ავტორია.


[რედაქტირება] წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები