მცირე ქარიშხალა
(ახალი გვერდი: '''მცირე ქარიშხალა''' (''ლათ''. Puffinus puffinus Brünnich), 1764 − საშუალო სიდიდის ფრი...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მცირე ქარიშხალა''' (''ლათ''. Puffinus puffinus Brünnich), 1764 − საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 220-250 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] − 32-40 მმ, სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება შეუმჩნეველია. სხეულის დორსალური მხარე, ფრთები და კუდი მურა-მოქარცისფროა; ვენტრალური მხარე − თეთრი თავი და კისერი გვერდებზე დაწინწკლულია მურა ფერის ლაქებით. ფრთისა და კუდის ქვემო მფარავები, აგრეთვე იღლია თეთრია. ნისკარტი − შავი, გალოს გარეთა მხარე, აგრეთვე გარეთა თითი მუქი მურაა. გალოს შიგნითა მხარე და დანარჩენი ორი თითი მურა-ყვითელია. მეოთხე, უკანა თითი მოკლეა და სხვა თითებზე მაღლა მდებარეობს. | + | '''მცირე ქარიშხალა''' (''ლათ''. Puffinus puffinus Brünnich), 1764 − საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 220-250 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] − 32-40 მმ, სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება შეუმჩნეველია. [[ფაილი:Mcire qariSxala.jpg|thumb|250პქ|'''მცირე ქარიშხალა''']] სხეულის დორსალური მხარე, ფრთები და კუდი მურა-მოქარცისფროა; ვენტრალური მხარე − თეთრი თავი და კისერი გვერდებზე დაწინწკლულია მურა ფერის ლაქებით. ფრთისა და კუდის ქვემო მფარავები, აგრეთვე იღლია თეთრია. ნისკარტი − შავი, გალოს გარეთა მხარე, აგრეთვე გარეთა თითი მუქი მურაა. გალოს შიგნითა მხარე და დანარჩენი ორი თითი მურა-ყვითელია. მეოთხე, უკანა თითი მოკლეა და სხვა თითებზე მაღლა მდებარეობს. |
ცნობილია 3 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის მცირე ქარიშხალა — P. p. yelkouan Acerbi, 1827. | ცნობილია 3 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის მცირე ქარიშხალა — P. p. yelkouan Acerbi, 1827. | ||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის კუნძულებს, აგრეთვე ატლანტის ოკეანის [[ევროპა|ევროპის]], [[აფრიკა|აფრიკისა]] და [[ამერიკა|ამერიკის]] სანაპიროებს. მომთაბარეობის დროს, უმთავრესად ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე რიცხვმრავლად მოიპოვება შავი ზღვის ნაპირებთან ყირიმსა და [[კავკასია]]ში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფორმა. | სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის კუნძულებს, აგრეთვე ატლანტის ოკეანის [[ევროპა|ევროპის]], [[აფრიკა|აფრიკისა]] და [[ამერიკა|ამერიკის]] სანაპიროებს. მომთაბარეობის დროს, უმთავრესად ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე რიცხვმრავლად მოიპოვება შავი ზღვის ნაპირებთან ყირიმსა და [[კავკასია]]ში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფორმა. | ||
| − | ====ბიოტოპი=== | + | ====ბიოტოპი==== |
გამრავლების პერიოდში ბინადრობს ზღვებისა და ოკეანეების პატარა კლდოვან კუნძულებზე, აგრეთვე დიდი კუნძულებისა და კონტინენტების სანაპიროებზე. სხვა დროს მოიპოვება გაშლილი ზღვებსა და ოკეანეებზე. | გამრავლების პერიოდში ბინადრობს ზღვებისა და ოკეანეების პატარა კლდოვან კუნძულებზე, აგრეთვე დიდი კუნძულებისა და კონტინენტების სანაპიროებზე. სხვა დროს მოიპოვება გაშლილი ზღვებსა და ოკეანეებზე. | ||
13:38, 21 იანვარი 2025-ის ვერსია
მცირე ქარიშხალა (ლათ. Puffinus puffinus Brünnich), 1764 − საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 220-250 მმ-ია, ნისკარტი − 32-40 მმ, სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება შეუმჩნეველია.ცნობილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის მცირე ქარიშხალა — P. p. yelkouan Acerbi, 1827.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის კუნძულებს, აგრეთვე ატლანტის ოკეანის ევროპის, აფრიკისა და ამერიკის სანაპიროებს. მომთაბარეობის დროს, უმთავრესად ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე რიცხვმრავლად მოიპოვება შავი ზღვის ნაპირებთან ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფორმა.
ბიოტოპი
გამრავლების პერიოდში ბინადრობს ზღვებისა და ოკეანეების პატარა კლდოვან კუნძულებზე, აგრეთვე დიდი კუნძულებისა და კონტინენტების სანაპიროებზე. სხვა დროს მოიპოვება გაშლილი ზღვებსა და ოკეანეებზე.
გამრავლება
ბუდობს სოროებში ან კლდეების ნაპრალებში. მონოგამიური ფრინველია. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს ერთ კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 52-54 დღეს გრძელდება. მართვე ბუდეში კიდევ 2,5 თვემდე რჩება, რომელსაც მშობლები კვებავენ დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ − ღამით.
კვება
მცირე ქარიშხალას ძირითად საკვებს შეადგენენ თევზები. ჭამს კიბოსნაირებსა და მოლუსკებსაც. ნადირობის დროს ფრინველი წყლის ზედაპირთან ახლოს ფრინავს. ზოგჯერ ფრენიდან წყალშიც ჩაეშვება და წყალქვეშ საკმაო მანძილს გაცურავს. ამ დროს უსვამს არა მარტო ფეხებს, არამედ ფრთებსაც. ჯდება წყლის ზედაპირზე და კარგადაც ცურავს.
მნიშვნელობა
პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.