ვარენიუსი ბერნჰარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბერნჰარდ ვარენიუსი''' – (გერმ. Bernhard Varen, ლათ. Bernhardus Varenius; 1622 - 1650 წ.წ.), გერ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვარენიუსი ბერნჰარდ“ გადაიტანა გვერდზე „ბერნჰარდ ვარენიუსი“)

15:22, 29 იანვარი 2025-ის ვერსია

ბერნჰარდ ვარენიუსი – (გერმ. Bernhard Varen, ლათ. Bernhardus Varenius; 1622 - 1650 წ.წ.), გერმანული წარმოშობის ჰოლანდიელი გეოგრაფი. თავისი დროის მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომის – „ზოგადი გეოგრაფიის“ ავტორი. ვარენიუსის ეს შრომა, რომელიც გამოვიდა ამსტერდამში მისი გარდაცვალების წელს, წარმოადგენს პირველ ცდას მოგვცეს ნაცვლად აღწერილობითი გეოგრაფიისა, განმარტებითი გეოგრაფიის კურსი, რომელიც ემყარება, მათემატიკისა და ფიზიკის კანონებს. ვარენიუსი გეოგრაფიას განიხილავს, როგორც გამოყენებითი მათემატიკის ნაწილს და ამტკიცებდა მის პრაქტიკულ ღირებულებას. მისი აზრით გეოგრაფია ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ზოგადი გეოგრაფიისაგან, რომელიც შეისწავლის ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს და ლითოსფეროს და ბ) სპეციალურისაგან, რომელიც ცალკეულ გეოგრაფიულ კატეგორიებს განიხილავს, რომლის მიხედვით ახლა ხდება ქვეყნების აღწერა. ვარენიუსის „ზოგადი გეოგრაფია“ პეტრე I-ის ბრძანების თანახმად გამოცემული იქნა რუსულ ენაზე 1718 წ.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები