ვარხვისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ვარხვისებრნი''' (''ლათ''. Pelecanidae) — ფრინველთა ოჯახი ვარხვისნაირთა რიგისა. ოჯახში გაერთიანებულია მეტად დიდი ზომის 8 სახეობა, რომელთაგან ზოგიერთის წონა 13 კგ-მდე, ხოლო ფრთაშლა 3 მ-მდე აღწევს. ამ ფრინველებისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებელია მათი ნისკარტის აგებულება. იგი ძალიან გრძელია და ქვედა ყბის მთელ სიგრძეზე აქვს ძლიერ წევადი კანის პარკი. ნისკარტის ბოლოზე მოზრდილი კაუჭია. ფეხები მოკლეა და განლაგებულია სხეულის შუა ნაწილის ახლოს. ფრთები ფართო, გრძელი და ბლაგვია, კუდი – მოკლე. ჩვენში გავრცელებული სახეობების შეფერილობა თეთრია, მაგრამ სხვაგან არიან ისეთებიც, რომელთა შეფერილობაში შავიც ბევრია.
+
'''ვარხვისებრნი''' (''ლათ''. Pelecanidae) — ფრინველთა ოჯახი [[ვარხვისნაირნი|ვარხვისნაირთა]] რიგისა. ოჯახში გაერთიანებულია მეტად დიდი ზომის 8 სახეობა, რომელთაგან ზოგიერთის წონა 13 კგ-მდე, ხოლო ფრთაშლა 3 მ-მდე აღწევს. ამ ფრინველებისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებელია მათი ნისკარტის აგებულება. იგი ძალიან გრძელია და ქვედა ყბის მთელ სიგრძეზე აქვს ძლიერ წევადი კანის პარკი. ნისკარტის ბოლოზე მოზრდილი კაუჭია. ფეხები მოკლეა და განლაგებულია სხეულის შუა ნაწილის ახლოს. ფრთები ფართო, გრძელი და ბლაგვია, კუდი – მოკლე. ჩვენში გავრცელებული სახეობების შეფერილობა თეთრია, მაგრამ სხვაგან არიან ისეთებიც, რომელთა შეფერილობაში შავიც ბევრია.
  
 
ვარხვისებრნი ბინადრობენ ზღვების ან დიდი შიდა წყალსატევების სანაპიროებზე. იკვებებიან თევზებით. ისინი კარგად ცურავენ, მაგრამ ვერ ყვინთავენ, ნადავლის დაჭერის დროს მხოლოდ თავსა და კისერს ჩაყოფენ წყალში. კარგად ფრენენ და შესანიშნავად ლივლივებენ, ხმელეთზე კი მოუხეშავად დადიან. ვარხვისებრთა ოჯახში მხოლოდ ერთი გვარია − [[ვარხვი]].
 
ვარხვისებრნი ბინადრობენ ზღვების ან დიდი შიდა წყალსატევების სანაპიროებზე. იკვებებიან თევზებით. ისინი კარგად ცურავენ, მაგრამ ვერ ყვინთავენ, ნადავლის დაჭერის დროს მხოლოდ თავსა და კისერს ჩაყოფენ წყალში. კარგად ფრენენ და შესანიშნავად ლივლივებენ, ხმელეთზე კი მოუხეშავად დადიან. ვარხვისებრთა ოჯახში მხოლოდ ერთი გვარია − [[ვარხვი]].

მიმდინარე ცვლილება 13:19, 30 იანვარი 2025 მდგომარეობით

ვარხვისებრნი (ლათ. Pelecanidae) — ფრინველთა ოჯახი ვარხვისნაირთა რიგისა. ოჯახში გაერთიანებულია მეტად დიდი ზომის 8 სახეობა, რომელთაგან ზოგიერთის წონა 13 კგ-მდე, ხოლო ფრთაშლა 3 მ-მდე აღწევს. ამ ფრინველებისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებელია მათი ნისკარტის აგებულება. იგი ძალიან გრძელია და ქვედა ყბის მთელ სიგრძეზე აქვს ძლიერ წევადი კანის პარკი. ნისკარტის ბოლოზე მოზრდილი კაუჭია. ფეხები მოკლეა და განლაგებულია სხეულის შუა ნაწილის ახლოს. ფრთები ფართო, გრძელი და ბლაგვია, კუდი – მოკლე. ჩვენში გავრცელებული სახეობების შეფერილობა თეთრია, მაგრამ სხვაგან არიან ისეთებიც, რომელთა შეფერილობაში შავიც ბევრია.

ვარხვისებრნი ბინადრობენ ზღვების ან დიდი შიდა წყალსატევების სანაპიროებზე. იკვებებიან თევზებით. ისინი კარგად ცურავენ, მაგრამ ვერ ყვინთავენ, ნადავლის დაჭერის დროს მხოლოდ თავსა და კისერს ჩაყოფენ წყალში. კარგად ფრენენ და შესანიშნავად ლივლივებენ, ხმელეთზე კი მოუხეშავად დადიან. ვარხვისებრთა ოჯახში მხოლოდ ერთი გვარია − ვარხვი.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები