ლიქიორი „მარასკინა“
(ახალი გვერდი: '''ლიქიორი „მარასკინა“''' 2 ლ ჟოლოს წვენი;<br /> 1 ლ [[ალუბალი|ალუბლ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:32, 19 მარტი 2025 მდგომარეობით
ლიქიორი „მარასკინა“
2 ლ ჟოლოს წვენი;
1 ლ ალუბლის წვენი;
2 ჭიქა ფორთოხლის ყვავილის ნახარში;
3 ჭიქა წყალი;
1 კგ შაქარი;
3 ლ სპირტი.
წვენებს შევურიოთ ფორთოხლის ყვავილების ნახარში, დავუმატოთ წყლისა და შაქრისგან მომზადებული სიროფი. მიღებულ ნარევს შევურიოთ სპირტი, ჩამოვასხათ ბოთლებში, თავი კარგად დავახუროთ და შევინახოთ გრილ ადგილზე, არანაკლებ ნახევარი წლის განმავლობაში.
[რედაქტირება] ლიქიორი „მარასკინა (II ვარიანტი)
100 გრ ალუბლის კურკა;
1 მწიკვი ვანილი;
50 გრ ჟასმინის ნაყენი;
50 გრ ალუბლის სიროფი;
2 ლ სპირტი;
1 ლ წყალი;
2 კგ შაქარი.
წყლისა და შაქრისაგან მოვამზადოთ სიროფი. ალუბლის კურკები დავნაყოთ, დაუმატოთ ვანილი, დავასხათ 1 ჭიქა წყალი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. მიღებული ნახარში გავწუროთ და შევურიოთ სიროფს. ამ ნარევს დავუმატოთ ჟასმინი, ალუბლის სიროფი, სპირტი, კარგად ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილზე 1 თვის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ჩავასხათ ბოთლებში.