თეთრშუბლა იხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თეთრშუბლა იხვი''' (ლათ. Anas penelope Linnaeus, 1758) − ფრინველი [[იხვისებრნი|იხ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Tetrshubla ixvi.PNG|thumb|თეთრშუბლა იხვი]]
 
'''თეთრშუბლა იხვი''' (ლათ. Anas penelope Linnaeus, 1758) − ფრინველი [[იხვისებრნი|იხვისებრთა]] ოჯახიდან. საშუალო სიდიდის [[იხვი]]ა, ფრთა 230-270 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 30-38 მმ, წონა – 570-1000 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია შეფერილობაშიც. მამალს ზაფხულში თავი და კისერი მოჟანგისფრო-ყავისფერი აქვს, წვრილი შავი წინწკლებით. გამრავლების პერიოდში შუბლი და თავი ზემოდან მოყვითალო-თეთრია, მოთეთრო განივი ზოლებით და მურა-ქარცი არშიებით, ზურგი და კუდის ზემო მფარავები რუხი-მურაა, ღია ფერის არშიებითა და განივი ზოლებით. გამრავლების დროს კუდის ზედა შუა მფარავები თეთრია, ხოლო გვერდები – შავი. ჩიჩახვი მოწაბლისფრო-ქარცია, მუქი განივი ზოლებით. მკერდის ქვემო ნაწილი და მუცელი თეთრია. პირველი რიგის მომქნევები მორუხო-მურაა. მეორე რიგის მომქნევებს წვეროებში ვიწრო თეთრი ზოლები აქვთ, მათ შორის პირველი ორი მომქნევის გარეთა მარაოები ძირითად ნაწილში მწვანეა, მეტალური ელვარებით, ხოლო დისტალურ ნაწილში – შავი. ისინი ფრთაზე ქმნიან „სარკეს“. ნისკარტი გალოზე მოკლეა და წვეროში ოდნავ ვიწროვდება, ფერად კი რუხია, მუქი „ფრჩხილაკით“. დედალი უფრო მკრთალია. ზურგის მხარეს მურაა, თავზე – უფრო მუქი, ხოლო ზურგის ბუმბულებს აქვთ მოქარცისფრო კიდეები. ფრთაზე ელვარე მწვანე „სარკე“ ნაკლებადაა გამოხატული ან სრულიად არაა.
 
მიმდინარე ცვლილება 21:56, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

თეთრშუბლა იხვი

თეთრშუბლა იხვი (ლათ. Anas penelope Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. საშუალო სიდიდის იხვია, ფრთა 230-270 მმ-ია, ნისკარტი – 30-38 მმ, წონა – 570-1000 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია შეფერილობაშიც. მამალს ზაფხულში თავი და კისერი მოჟანგისფრო-ყავისფერი აქვს, წვრილი შავი წინწკლებით. გამრავლების პერიოდში შუბლი და თავი ზემოდან მოყვითალო-თეთრია, მოთეთრო განივი ზოლებით და მურა-ქარცი არშიებით, ზურგი და კუდის ზემო მფარავები რუხი-მურაა, ღია ფერის არშიებითა და განივი ზოლებით. გამრავლების დროს კუდის ზედა შუა მფარავები თეთრია, ხოლო გვერდები – შავი. ჩიჩახვი მოწაბლისფრო-ქარცია, მუქი განივი ზოლებით. მკერდის ქვემო ნაწილი და მუცელი თეთრია. პირველი რიგის მომქნევები მორუხო-მურაა. მეორე რიგის მომქნევებს წვეროებში ვიწრო თეთრი ზოლები აქვთ, მათ შორის პირველი ორი მომქნევის გარეთა მარაოები ძირითად ნაწილში მწვანეა, მეტალური ელვარებით, ხოლო დისტალურ ნაწილში – შავი. ისინი ფრთაზე ქმნიან „სარკეს“. ნისკარტი გალოზე მოკლეა და წვეროში ოდნავ ვიწროვდება, ფერად კი რუხია, მუქი „ფრჩხილაკით“. დედალი უფრო მკრთალია. ზურგის მხარეს მურაა, თავზე – უფრო მუქი, ხოლო ზურგის ბუმბულებს აქვთ მოქარცისფრო კიდეები. ფრთაზე ელვარე მწვანე „სარკე“ ნაკლებადაა გამოხატული ან სრულიად არაა.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ევრაზიას − ისლანდიიდან და სკანდინავიიდან ანადირამდე, კამჩატკამდე, სახალინამდე და ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთამდე. სსრ კავშირის ტერიტორიაზე სამხრეთით ვრცელდება კალინინგრადის, ფსკოვის, სმოლენსკის, მოსკოვის ოლქებამდე, ურალის შუა დინებამდე, ჩრდილოეთ ყაზახეთში, ბაიკალსა და სახალინზე. იზოლირებული ბუდობები არის მცირე კავკასიონის ტბებზე. ზამთრობს ევროპისა და აზიის სამხრეთ რაიონებში, მათ შორის კასპიის ზღვის სანაპიროებზე, აგრეთვე ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბუდობის პერიოდში ეტანება წყალმცენარეებით მდიდარ ტბებს, რომელთა ნაპირები აქა-იქ თავისუფალია მცენარეული საფარისაგან. ველის ზონაში სახლდება მლაშე წყალსატევებზეც. თავს არიდებს მთებსა და ხშირი ტყის ნაპირებიან წყალსატევებს.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ტბისა თუ მდინარის ნაპირებზე, მცენარეულ საფარში. მაისის მეორე ნახევარში დებს ჩვეულებრივად 9 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24-25 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

მეტწილად მცენარეულობით იკვებება. ჭამს როგორც მწვანე ნაწილებს, ისე ფესურებს. თესლებსა და ცხოველურ საკვებს ნაკლები მნიშვნელობა აქვთ, თუმცა ზოგიერთ სეზონში მათაც საკმაოდ მრავლად ჭამს.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

სარეწაო მნიშვნელობის იხვია. განსაკუთრებით მრავლად მოიპოვებენ ზამთრობის ადგილებში.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები