მეკალოე ბატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მეკალოე ბატი''' (ლათ. Anser fabalis Latham, 1787) − ფრინველი [[იხვისებრნი|იხვის...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Mekaloe bati.PNG|thumb|200px|მეკალოე ბატი]]
 
'''მეკალოე ბატი''' (ლათ. Anser fabalis Latham, 1787) − ფრინველი [[იხვისებრნი|იხვისებრთა]] ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 400-480 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] 50-65 მმ, წონა – 3-4,5 კგ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი მსგავსია. თავი, კისერი და სხეულის ზემო მხარე მურა ფერისაა; მორუხოა ბეჭებთან და მოშავო ზურგზე. კუდის ზედა და ქვედა მფარავები, აგრეთვე მუცელი თეთრია; სხეულის გვერდები მოწაბლისფროა, თეთრი განივი ზოლებით. ფრთების მფარავები და მომქნევები მოშავო-მურაა. ასეთივე ფერის საჭის ბუმბულებს ბოლოებში აქვთ თეთრი არშიები. საჭის კიდურა წყვილი თითქმის მთლიანად თეთრია. ნისკარტის „ფრჩხილაკი“ ოვალური ან მომრგვალებულია. ნისკარტიცა და „ფრჩხილაკიც“ შავია, მაგრამ წვეროს ნაწილში და ძირში ნისკარტი მოყვითალო, ნარინჯისფერი ან მოწითალოა. ასეთივეა ფეხების შეფერილობაც. ახალგაზრდა ფრინველები უფრო მკრთალია. თეთრი ზოლები გვერდებზე არა აქვთ, ხოლო სხეულის ქვემო მხარეზე წვრილი ლაქებია.  
 
მიმდინარე ცვლილება 23:01, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

მეკალოე ბატი

მეკალოე ბატი (ლათ. Anser fabalis Latham, 1787) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 400-480 მმ-ია, ნისკარტი 50-65 მმ, წონა – 3-4,5 კგ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი მსგავსია. თავი, კისერი და სხეულის ზემო მხარე მურა ფერისაა; მორუხოა ბეჭებთან და მოშავო ზურგზე. კუდის ზედა და ქვედა მფარავები, აგრეთვე მუცელი თეთრია; სხეულის გვერდები მოწაბლისფროა, თეთრი განივი ზოლებით. ფრთების მფარავები და მომქნევები მოშავო-მურაა. ასეთივე ფერის საჭის ბუმბულებს ბოლოებში აქვთ თეთრი არშიები. საჭის კიდურა წყვილი თითქმის მთლიანად თეთრია. ნისკარტის „ფრჩხილაკი“ ოვალური ან მომრგვალებულია. ნისკარტიცა და „ფრჩხილაკიც“ შავია, მაგრამ წვეროს ნაწილში და ძირში ნისკარტი მოყვითალო, ნარინჯისფერი ან მოწითალოა. ასეთივეა ფეხების შეფერილობაც. ახალგაზრდა ფრინველები უფრო მკრთალია. თეთრი ზოლები გვერდებზე არა აქვთ, ხოლო სხეულის ქვემო მხარეზე წვრილი ლაქებია.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ტუნდრის მეკალოე ბატი – A. f. fabalis Latham, 1787.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილს გრენლანდიიდან ანადირის მხარემდე. რიგ ადგილებში ჩრდილოეთით სცილდება ყინულოვანი ოკეანის ნაპირებს და მოიპოვება კუნძულებზეც. სამხრეთი საზღვარი, არეალის დასავლეთ ნაწილში, გადის მე-60 პარალელზე, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში – ტაიგის სამხრეთ საზღვარზე. ზამთრობს ევროპის დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე, შუა აზიაში, ჩინეთსა და იაპონიაში. საქართველოში მოიპოვება უმთავრესად მიმოფრენის პერიოდებში, თუმცა აღნიშნულია მისი ზამთრობაც რესპუბლიკის ზოგიერთ წყალსატევზე.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ტუნდრის ბალახნარიანი ნაკვეთები, ღია ადგილები ან უღრან ტაიგაში წყალსატევების მახლობელი მიდამოები.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს აწყობს მდინარეთა სანაპირო დაბლობზე, მშრალ ხავსიან ტუნდრაში, რომელიც აგებულია ხმელი მცენარეული ნარჩენებისაგან და ამოფენილია ხავსითა და ბუმბულით. ბუდეს აგებს ორივე სქესის ფრინველი. ივნისის პირველ ნახევარში დებს 3-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ძირითადი საკვებია ნაირგვარი ბალახოვანი მცენარეების მწვანე ნაწილები, აგრეთვე კენკრა და თესლები. მიმოფრენის დროს იკვებება აღებულ პურის ყანებში, ხოლო ზამთარში – ბრინჯის ყანებსა და საშემოდგომო ხორბლის ჯეჯილში.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

ტუნდრაში მეკალოე ბატი ინტენსიური რეწვის ობიექტია. აგროვებენ მის კვერცხს, განგურის დროს იჭერენ თვით ფრინველსაც.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები