ანტიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: კურორტი ანტიბი '''ანტიბი''' – (ინგლ. Antibes, რუს. Антиб)...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:17, 13 აპრილი 2025 მდგომარეობით

კურორტი ანტიბი

ანტიბი – (ინგლ. Antibes, რუს. Антиб), ზღვისპირა კლიმატური კურორტი სამხრეთ საფრანგეთში, ზღვისპირა ალპების დეპარტამენტში, პროვანს-ალპების-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონში, ქ. ნიციდან 20 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ქ. კანიდან 10 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, გარუპის კონცხზე. შედის საფრანგეთის რივიერის კურორტთა ჯგუფში. კურორტის ზღვისპირა ზოლის რელიეფი ვაკეა, რასაც ცვლის მთაგორიანი რელიეფი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 8°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 24°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 836 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე, ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე.

ანტიბი და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია: ვენახებით, ხეხილის ბაღებით (ვაშლი, მსხალი, ატამი და სხვ.), ციტრუსებისა და თამბაქოს პლანტაციებით, ზეთისხილის ნარგავებით, ევკალიპტებით, ფიჭვნარით, მუხნარითა და ყვავილების დიდი რაოდენობით (ვარდი, ტუბეროზა და სხვ.).

ანტიბის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

ანტიბში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ანტიბში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

ქ. ანტიბში (საკათედრო რომაულ-კათოლიკური ტაძარი (Notre-Dame de Bon Port) (XIV საუკუნე); გარუპის ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის (Notre Dame de Garup) რომაულ-კათოლიკური სამლოცველო (XIII საუკუნე); გრიმალდის ციხესიმაგრე (XII საუკუნე); კარეს ფორტი (XV საუკუნე); ვობანის საფორტიფიკაციო ნაგებობები (XVII საუკუნე); მუზეუმები – ზღვის ფლოტისა და ნაპოლეონის, ისტორიისა და არქეოლოგიის, რაიმონ პეინესა და იუმორისტული ნახატების, საფოსტო ბარათების; კოშკებისა და ხალხური ტრადიციების; ტენარდის ვილა; იახტ-კლუბი; აკვაპარკ-დელფინარიუმი „Marinland“ და სხვ.),
ქ. ნიცაში (XVII-XVIII საუკუნეებში აშენებული რომაულ-კათოლიკური რელიგიური დაწესებულებები – წმიდა რეპარატას სახელობის საკათედრო ტაძარი, სამლოცველო „Chapelle Saint-Groix“, ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის ბაზილიკა და სხვ.; მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის რუსული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი (XIX საუკუნის დასასრული და XX საუკუნის დასაწყისი); მუზეუმები – არქეოლოგიის, ბუნებრივი ისტორიის, ნატიფი ხელოვნების, მასენის, მატისის, ლასკარის, ა. ჟაკოვსკის გულუბრყვილო ხელოვნებისა და მარკ შაგალის ბიბლიური წერილის და სხვ.,
ქ. კანში (ბრინჯაოს ხანის წარწერები და ნახატები კლდეებზე (პეტროგლიფები) (ძვ.წ. III ათასწლეული); ანტიკური ეპოქის თერმები; ციხესიმაგრე (XI საუკუნე); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის იმედის სახელობის (Notre-Dame de l’Esperance) (VII საუკუნე), სენტ-ეტიენის სახელობის (XI საუკუნის დასაწყისი), წმიდა ანას სახელობის (XII საუკუნე) და გზის დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულის სახელობის (Notre-Dame de Bon Voyageur) (XVI-XVII საუკუნეები); მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია (1894 წელი); ალექსანდრას პროსპექტი, ამ პროსპექტზე მდებარე პავლეს პარკი და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია (1924 წელი); სათვალთვალო კოშკი (XII საუკუნე); წმიდა ლორენცოს სახელობის რომაულ-კათოლიკური მამათა მონასტერი და სააბატო (V საუკუნე), წმიდა ონორეს სახელობის კუნძულზე; ფორტი (XVII საუკუნე) წმიდა მარგარიტას კუნძულზე; გრან-ჟასის სახელობის სასაფლაო; მუზეუმები – ქალაქის, ნატიფი ხელოვნების, ზღვის და სხვ.; სამხატვრო გალერეა „მალმეზონი“; სუნამოების მუზეუმი სოფელ გრასეში; იალქნიანი გემი „ნეპტუნი“ და სხვ.).

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები