არჟენტიერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არჟენტიერი''' – (ინგლ. Argentiere; რუს. Аржентьер, Аржантьер), კლიმატური, სამ...)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
'''ჩვენებები არჟენტიერში წასასვლელად:''' დასვენება; ზამთარში – [[თხილამურები]]თა და [[სნოუბორდი]]თ სრიალი, ციგურაობა, სკაი-სკორინგი (სეირნობა თხილამურებით ცხენებთან), სეირნობა ძაღლებიანი მარხილით და სხვ.; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; რაქიტი; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
 
'''ტურისტული ობიექტები:'''
+
===== ტურისტული ობიექტები: =====
ქ. შამონში (მუზეუმები – ალპური, Mer de Glass, ბერბერინის სახლი; მთის რკინიგზის ხაზები – მონტენვიერსის ლიანდაგი (Montenviers Raylway) და მონბლანის ტრამვაი (Mont Blanc Tramway); ფილიპ ფრანიონის ფოტოგალერეა; საგამოფენო კომპლექსი – Espace Tairazz; კონგრეს-ცენტრი ,,La Majestic”; სილამაზის ინსტიტუტი „Atalante;“ მუნიციპალური ბიბლიოთეკა; ბრიჯ-კლუბი; აკვაცენტრი; ბოულინგი; კაზინო და სხვ.), კურორტ შამონის მიდა- მოებში (მთის მუზეუმი ლეზ უშში; ალპური სახლი სერვოზში; ყინულის ხელოვნური გამოქვაბული, ყინულის ქანდაკებებითა და კრისტალების გალერეით, მერ- დე-გლასის მყინვარზე; გლასიორუმი – მუზეუმი მონტენვიერსი, მერ-დე-გლასის ტერიტორიაზე; ლე ბოსონის მყინვარი და სხვ.).
+
ქ. შამონში (მუზეუმები – ალპური, Mer de Glass, ბერბერინის სახლი; მთის რკინიგზის ხაზები – მონტენვიერსის ლიანდაგი (Montenviers Raylway) და მონბლანის ტრამვაი (Mont Blanc Tramway); ფილიპ ფრანიონის ფოტოგალერეა; საგამოფენო კომპლექსი – Espace Tairazz; კონგრეს-ცენტრი ,,La Majestic”; სილამაზის ინსტიტუტი „Atalante;“ მუნიციპალური ბიბლიოთეკა; ბრიჯ-კლუბი; აკვაცენტრი; ბოულინგი; კაზინო და სხვ.), კურორტ შამონის მიდამოებში (მთის მუზეუმი ლეზ უშში; ალპური სახლი სერვოზში; ყინულის ხელოვნური გამოქვაბული, ყინულის ქანდაკებებითა და კრისტალების გალერეით, მერ- დე-გლასის მყინვარზე; გლასიორუმი – მუზეუმი მონტენვიერსი, მერ-დე-გლასის ტერიტორიაზე; ლე ბოსონის მყინვარი და სხვ.).
  
მიმდინარე ცვლილება 17:45, 20 აპრილი 2025 მდგომარეობით

არჟენტიერი – (ინგლ. Argentiere; რუს. Аржентьер, Аржантьер), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი აღმოსავლეთ საფრანგეთში, რონა-ალპების რეგიონში, ზემო სავოიის დეპარტამენტში, კურორტ შამონიდან 7 კმ-ში, აღმოსავლეთით, ქ. ჟენევიდან 87 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ქ. გრენობლიდან 155 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს შამონის ველის ზედა ნაწილში, ალპების ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, მთა მონბლანისა და მყინვარების რონიონის (Rognon), მერ დე გლასისა (Mer de Glace) და არჟენტიერის (Glacier d’Argentiere) ძირში, ზღვის დონიდან 1250 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 14,9°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 6°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1192 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე (311 მმ), ხოლო მინიმუმი – გაზაფხულზე (286 მმ). წელიწადში ყველაზე მშრალი თვეა აპრილი (86 მმ), ხოლო ყველაზე ნალექიანი – დეკემბერი (110 მმ).

არჟენტიერისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ნაძვის, მუხისა და არყის ნარგავები. გვხვდება, აგრეთვე, თხილის ბუჩქები.

არჟენტიერის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ჰავა და აეროიონებით გაჟღენთილი მთის ჰაერი.

არჟენტიერის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები არჟენტიერში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგურაობა, სკაი-სკორინგი (სეირნობა თხილამურებით ცხენებთან), სეირნობა ძაღლებიანი მარხილით და სხვ.; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; რაქიტი; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

ქ. შამონში (მუზეუმები – ალპური, Mer de Glass, ბერბერინის სახლი; მთის რკინიგზის ხაზები – მონტენვიერსის ლიანდაგი (Montenviers Raylway) და მონბლანის ტრამვაი (Mont Blanc Tramway); ფილიპ ფრანიონის ფოტოგალერეა; საგამოფენო კომპლექსი – Espace Tairazz; კონგრეს-ცენტრი ,,La Majestic”; სილამაზის ინსტიტუტი „Atalante;“ მუნიციპალური ბიბლიოთეკა; ბრიჯ-კლუბი; აკვაცენტრი; ბოულინგი; კაზინო და სხვ.), კურორტ შამონის მიდამოებში (მთის მუზეუმი ლეზ უშში; ალპური სახლი სერვოზში; ყინულის ხელოვნური გამოქვაბული, ყინულის ქანდაკებებითა და კრისტალების გალერეით, მერ- დე-გლასის მყინვარზე; გლასიორუმი – მუზეუმი მონტენვიერსი, მერ-დე-გლასის ტერიტორიაზე; ლე ბოსონის მყინვარი და სხვ.).

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები