გასპარიანი გოაჰრ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გასპარიანი გოაჰრ“ გადაიტანა გვერდზე „გოაჰრ გასპარიანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გოაჰრ გასპარიანი“ გადაიტანა გვერდზე „გასპარიანი გოაჰრ“ გადამ...)

13:54, 22 აპრილი 2025-ის ვერსია

გოაჰრ გასპარიანი

გოაჰრ გასპარიანი − ქალიშვილობის გვარი ხაჩატრიანი, (14 დეკემბერი 1924, კაირო – 17 მაისი 2007, ერევანი), სომეხი მომღერალი (სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი (1956), განათლება მიიღო კაიროში. 1948-იდან სსრკ-ში ცხოვრობს. 1949-იდან ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. ფლობდა იშვიათი სილამაზის ხმას და სრულყოფილ ვოკალურ ტექნიკას, ასრულებდა განსხვავებული სტილის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ანუში, შუშანი (ტიგრანიანის „ანუში“, „დავით-ბეგი“), ლუჩია (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ლაკმე (დელიბის „ლაკმე“), ვიოლეტა, დეზდემონა (ვერდის „ტრავიატა“, „ოტელო“), როზინა (როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვ. გასპარიანი საკონცერტო მომღერალიც იყო, გასტროლებით ქონდა მოვლილი მრავალი ქვეყანა.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები