გუდიაშვილი ნიკოლოზ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:GudiaSvili nikoloz.jpg|thumb| | + | [[ფაილი:GudiaSvili nikoloz.jpg|thumb|150პქ|ნიკოლოზ გუდიაშვილი]] |
'''გუდიაშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე''' - (19. V. 1913, [[თბილისი]], – 17. IV. 1998, იქვე), კომპოზიტორი, [[საქართველო|საქართველოს]] სახალხო არტისტი. | '''გუდიაშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე''' - (19. V. 1913, [[თბილისი]], – 17. IV. 1998, იქვე), კომპოზიტორი, [[საქართველო|საქართველოს]] სახალხო არტისტი. | ||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | |||
| − | |||
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:40, 22 აპრილი 2025 მდგომარეობით
გუდიაშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე - (19. V. 1913, თბილისი, – 17. IV. 1998, იქვე), კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1937 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი), 1941 – ასპირანტურა (პ. რიაზანოვის ხელმძღვანელობით). 1937-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო, 1981-იდან პროფესორი. გუდიაშვილი ძირითადად მუშაობდა სიმფონიურ კამერულ-საკრავიერი, კამერულ-ვოკალური, საგუნდო და საესტრადო მუსიკის სფეროში. მისი საფორტეპიანო კვინტეტი (1948) ამ ჟანრის ერთ-ერთ პირველ და საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ქართულ მუსიკაში.
გუდიაშვილს ეკუთვნის ოპერები: „ელისო“ (ა. ყაზბეგის მიხედვით, 1944), „ქეთევან წამებული“ (1960); ერთაქტიანი „სისხლიანი სუფრა“, „შურისძიება“ და „ვივა ივერია“ (სამივე 1971), ორი ბალეტი „დედის მანდილი“ (1951) და „ნარიყალას ციხესთან“ (1958). ოპერეტები: „შეხვედრა აგარაკზე“ (1950), „საჩუქარი“ (1951), „სალხინობელი“ (1954), „ვახშამზე“ (1959, ოთხივე დაიდგა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში), 4 სიმფონია (1941, 1949, 1968, 1980), 5 საფორტეპიანო კონცერტი (1941, 1946, 1948, 1961, 1980), 2 სავიოლინო კონცერტი (1955, 1965), 2 სიმებიანი კვარტეტი, საფორტეპიანო კვინტეტი (1948), ცნობილი საფორტეპიანო სონატინა (1950), 24 პრელუდია და ფუგა (1975) (პირველად საქართველოში), რომანსები, ხალხური თემებზე აგებული საორკესტრო საესტრადო ჟანრის „ქართული ფანტაზია“. (გ. ტორაძე)