აქსაკოვო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აქსაკოვო''' – (ინგლ. Acsakovo, რუს. Аксаково), კლიმატური და კუმისით სამკ...)
 

მიმდინარე ცვლილება 20:06, 23 აპრილი 2025 მდგომარეობით

აქსაკოვო – (ინგლ. Acsakovo, რუს. Аксаково), კლიმატური და კუმისით სამკურნალო კურორტი რუსეთის ფედერაციაში, ბაშკორთოსტანში, ბელებეის რაიონში,ქ. უფადან 193 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ქ. ბელებეიდან 10 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ბუგულმა-ბელებეის მაღლობზე, ზღვის დონიდან 220 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიანი.

ჰავა – კონტინენტური, ველის. ზამთარი ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -15°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულში ხშირია მკვეთრი გადასვლები დღის სიცხიდან ღამის სიგრილემდე. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 400 მმ-ს, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა – 2000 საათს წელიწადში. აქსაკოვოსა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია არყის ხეების კორომებით.

კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია ველის ჰავა. სამკურნალო მიზნით აგრეთვე გამოიყენება კუმისი.

აქსაკოვოს სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია. გამოიყენება, აგრეთვე, კუმისის პერორალური მიღება (დალევა).

ჩვენებები აქსაკოვოში წასასვლელად: ფილტვების ტუბერკულოზი.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

კურორტ აქსაკოვოს მიდამოებში (აქსაკოვების ოჯახის სახლ-მუზეუმი სოფელ ნადეჟდინოში და ს. აქსაკოვის ისტორიულ-კულტურული ცენტრი „სოფელი ნადეჟდინო“ (მწერალ-კლასიკოსის სერგეი აქსაკოვის სახლ-მუზეუმი; რუსეთის დიდი მთავრისა წმიდა დიმიტრი დონელის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია და სხვ.), ქ. ბელებეიში (მუზეუმები – კ. ივანოვის, პოეტ ი. უხსაის სახ. ლიტერატურული, ხალხური და ისტორიულ- მხარეთმცოდნეობის; მ. ცვეტაევას ისტორიულ-კულტურული ცენტრი და სხვ.),

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები