კაბალიე მონსერატ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მონტსერატ კაბალიე '''მონსერატ კაბალიე ''' - (Caba...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კაბალიე მონსერატ“ გადაიტანა გვერდზე „მონსერატ კაბალიე“)

22:52, 24 აპრილი 2025-ის ვერსია

მონტსერატ კაბალიე

მონსერატ კაბალიე - (Caballie, [12. IV. 1933, ბარსელონა), ესპანელი მომღერალი (სოპრანო) 1956-იდან ბაზელის საოპერო თეატრის სოლისტია, 1959-62 ბრემენის, 1965-იდან – „მეტროპოლიტენ-ოპერისა“. გამოჩენილი თანამედროვე მომღერალი, ბელკანტოს ხელოვნების შესანიშნავი ოსტატია. გამოდის მსოფლიოს მრავალ საოპერო სცენაზე. განსაკუთრებით, წარმატებით ასრულებს როსინის, ბელინის, დონიცეტის საოპერო პარტიებს. მართავს კონცერტებს, მისი შესრულება გამოირჩევა ტემბრული და დინამიკური ნიუანსირების სიმდიდრით (განსაკუთრებით ცნობილია მისი პიანისიმო მაღალ რეგისტრში).





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები