კარუზო ენრიკო
(ახალი გვერდი: '''ენრიკო კარუზო''' – (25 თებერვალი 1873, ნეაპოლი – 2 აგვისტო 1921, იქვე), ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Karuzo.PNG|thumb|150პქ|ენრიკო კარუზო]] | ||
'''ენრიკო კარუზო''' – (25 თებერვალი 1873, ნეაპოლი – 2 აგვისტო 1921, იქვე), იტალიელი მომღერალი (დრამატული [[ტენორი (ხმა)|ტენორი]]). [[ბელკანტო]]ს გამოჩენილი ოსტატი. | '''ენრიკო კარუზო''' – (25 თებერვალი 1873, ნეაპოლი – 2 აგვისტო 1921, იქვე), იტალიელი მომღერალი (დრამატული [[ტენორი (ხმა)|ტენორი]]). [[ბელკანტო]]ს გამოჩენილი ოსტატი. | ||
23:27, 24 აპრილი 2025-ის ვერსია
ენრიკო კარუზო – (25 თებერვალი 1873, ნეაპოლი – 2 აგვისტო 1921, იქვე), იტალიელი მომღერალი (დრამატული ტენორი). ბელკანტოს გამოჩენილი ოსტატი.
ბავშვობიდან მღეროდა საეკლესიო გუნდში. 1891 სწავლობდა სიმღერის სკოლაში გ. ვერჯინესთან. მისი დებიუტი შედგა 1894 ნეაპოლში, თეატრ „ნუოვოში“. 1895–98 გამოდიოდა იტალიის მრავალ ქალაქში, 1900–01 მილანის „ლა სკალაში“. 1903–20 იყო „მეტროპოლიტენ-ოპერის“ (ნიუ–იორკი) სოლისტი. 1898–იდან ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. კარუზოს ჰქონდა ფართო დიაპაზონის, უნიკალურად ლამაზი ტემბრისა და ძლიერი ჟღერადობის ხმა. მკაფიო დრამატული ტემპერამენტი საშუალებას აძლევდა შეესრულებინა სხვადასხვა ხასიათის (ლირიკულიდან ტრაგიკულამდე) პარტიები: ჰერცოგი, მანრიკო, რადამესი (ვერდის „რიგოლეტო“, „ტრუბადური“, „აიდა“), ნემორინო (დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“), კანიო (ლეონკოვალოს „ჯამბაზები“), ტურიდუ (მასკანის „სოფლის ღირსება“), რუდოლფი, კავარადოსი, დე გრიე (პუჩინის „ბოჰემა“, „ტოსკა“, „მანონ ლესკო“), ხოზე (ბიზეს „კარმენი“) და სხვ. განსაკუთრებული შთაგონებით მღეროდა ნეაპოლურ სიმღერებს. კარუზო აღიარებულია ყველა დროის უდიდეს მომღერლად.