კარუზო ენრიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარუზო ენრიკო“ გადაიტანა გვერდზე „ენრიკო კარუზო“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ენრიკო კარუზო“ გადაიტანა გვერდზე „კარუზო ენრიკო“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:27, 24 აპრილი 2025 მდგომარეობით

ენრიკო კარუზო

ენრიკო კარუზო – (25 თებერვალი 1873, ნეაპოლი – 2 აგვისტო 1921, იქვე), იტალიელი მომღერალი (დრამატული ტენორი). ბელკანტოს გამოჩენილი ოსტატი.

ბავშვობიდან მღეროდა საეკლესიო გუნდში. 1891 სწავლობდა სიმღერის სკოლაში გ. ვერჯინესთან. მისი დებიუტი შედგა 1894 ნეაპოლში, თეატრ „ნუოვოში“. 1895–98 გამოდიოდა იტალიის მრავალ ქალაქში, 1900–01 მილანის „ლა სკალაში“. 1903–20 იყო „მეტროპოლიტენ-ოპერის“ (ნიუ–იორკი) სოლისტი. 1898–იდან ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. კარუზოს ჰქონდა ფართო დიაპაზონის, უნიკალურად ლამაზი ტემბრისა და ძლიერი ჟღერადობის ხმა. მკაფიო დრამატული ტემპერამენტი საშუალებას აძლევდა შეესრულებინა სხვადასხვა ხასიათის (ლირიკულიდან ტრაგიკულამდე) პარტიები: ჰერცოგი, მანრიკო, რადამესი (ვერდის „რიგოლეტო“, „ტრუბადური“, „აიდა“), ნემორინო (დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“), კანიო (ლეონკოვალოს „ჯამბაზები“), ტურიდუ (მასკანის „სოფლის ღირსება“), რუდოლფი, კავარადოსი, დე გრიე (პუჩინის „ბოჰემა“, „ტოსკა“, „მანონ ლესკო“), ხოზე (ბიზეს „კარმენი“) და სხვ. განსაკუთრებული შთაგონებით მღეროდა ნეაპოლურ სიმღერებს. კარუზო აღიარებულია ყველა დროის უდიდეს მომღერლად.

[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები