კახიძე ჯანსუღ
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Jansug kaxidze.PNG|thumb|ჯანსუღ კახიძე]] | ||
'''ჯანსუღ კახიძე'''(26 მაისი 1935, სოფ. ობჩა, ბაღდათის რ-ნი — 12.03.2002, [[თბილისი]]), ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, მომღერალი, კომპოზიტორი. საქართველოს (1978) და სსრკ (1985) სახალხო არტისტი. შ. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). | '''ჯანსუღ კახიძე'''(26 მაისი 1935, სოფ. ობჩა, ბაღდათის რ-ნი — 12.03.2002, [[თბილისი]]), ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, მომღერალი, კომპოზიტორი. საქართველოს (1978) და სსრკ (1985) სახალხო არტისტი. შ. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). | ||
მიმდინარე ცვლილება 01:24, 25 აპრილი 2025 მდგომარეობით
ჯანსუღ კახიძე(26 მაისი 1935, სოფ. ობჩა, ბაღდათის რ-ნი — 12.03.2002, თბილისი), ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, მომღერალი, კომპოზიტორი. საქართველოს (1978) და სსრკ (1985) სახალხო არტისტი. შ. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977).
1958 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟორო განხრით), 1963 − ასპირანტურა (ხელმძღვანელი ო. დიმიტრიადი). 1955–62 იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1957 ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“ (ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოქროს მედალი).
1962-71 იყო თბილისის საოპერო თეატრის დირიჟორი (1965-68 და 1982-2002 – მთავარი დირიჟორი). 1971-73 მუშაობდა ქ. ლოძში (პოლონეთი) საოპერო თეატრის დირიჟორად. აქ 1972 დადგა ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. 1973-93 საქართველოს სახელმწიფო დამსახურებული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხემძღვანელი და მთავარი დირიჟორია. გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1993-იდან თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია, ხელმძღვანელობს მის მიერ დაარსებულ „თბილისის სიმფონიურ ორკესტრს“. კახიძისის დირიჟორობით თბილისში დაიდგა ახალი ქართული ოპერები: გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ და ბ. კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“. მსოფლიო კლასიკური და ქართული სიმფონიური მუსიკის მთელი რიგი საუკეთესო ნიმუშები: ი. სტრავინსკის „საღვთო გაზაფხული“, მალერის მე-3, მე-5, შოსტაკოვიჩის მე-4 სიმფონიები, ჰაიდნის 86-ე სიმფონია, გ. ყანჩელის შვიდივე სიმფონია და სხვა ნაწარმოებები, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, ა. მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, რ. გაბიჩვაძის „როსტოკური სიმფონია“, დ. თორაძის მე-2 სიმფონია და სხვ.
კახიძე ავტორია პოპულარული სიმღერებისა (ძირითადად კინოფილმებში – „შერეკილები“ – გ. ყანჩელთან ერთად, „პირველი მერცხალი“ და „დათა თუთაშხია“ ბ. კვერნაძესთან ერთად), რომელთა შესანიშნავი შემსრულებელიც თვითონ იყო. კახიძის მოღვაწეობამ ეპოქა შექმნა ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებაში. 2003 (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია.